საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ხახუტაშვილის კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კუდოს ნაკრების ასპარეზობასთან დაკავშირებით
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონები, პრიზიორები და მათი მწვრთნელები ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
დავით ხახუტაშვილმა კუდოისტებს საქართველოს კუდოს ფედერაციაში უმასპინძლა, მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია დაესწრნენ.
იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე კუდოში ქართველებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონები საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და სედრაკ კარაპეტიანი (U19, კატეგორია 260) გახდნენ.
პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე კუდოში საქართველომ მედალი ქალთა შორის ასპარეზობაშიც დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონობა 16 წლამდელთა შორის მარი ნანავამ იზეიმა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკა ბერაიამ (U16 68 კგ.).
ბრინჯაოს მედლები კი რატი შურღაიამ (U 16 , 58 კგ.) და დიმიტრი ბერაიამ (U13, 42 კგ.) დაისაკუთრეს.ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის კუდოისტებს შორის გაიმართა.
6 მედალი და ისტორიული შედეგი. ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია.
ქართველებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონები საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და სედრაკ კარაპეტიანი (U19, კატეგორია 260) გახდნენ. საბამ ფინალში სომხეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ჩარხჩიანი დაამარცხა. სედრაკ კარაპეტიანმა კი გადამწყვეტ ბრძოლაში ინდოეთის წარმომადგენელ კიგან მანეზის ხელის მტკივნეული ილეთით მოუგო.
პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ მედალი ქალთა შორის ასპარეზობაშიც დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონობა 16 წლამდელთა შორის მარი ნანავამ იზეიმა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკა ბერაიამ (U16 68 კგ.).
ბრინჯაოს მედლები კი რატი შურღაიამ (U 16 , 58 კგ.) და დიმიტრი ბერაიამ (U13, 42 კგ.) დაისაკუთრეს.
საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და მწვრთნელი ირაკლი პაპავა.
მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის კუდოისტებს შორის გაიმართა.
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, კენიჩი ოსადას შეხვდნენ, სემინარის დასრულების შემდეგ კი ქართული სუვენირები გადასცეს.
ტოკიოში საქართველოს ღირსებას 9 კუდოისტი დაიცავს. ჩვენ ქვეყანას წარმომადგენელი ქალთა შეჯიბრშიც ეყოლება, მარი ნანავა 16 წლამდელთა შორის იასპარეზებს.
13 მაისს მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრები თბილისი დროით, 05:30 საათზე დაიწყება.
ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230
მარი ნანავა U16, 53 კგ.
რატი შურღაია – U16, 58 კგ.
საბა მაქაცარია – U16, 85 კგ.
ნიკა ბერაია – U16, 68 კგ.
გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240
დიმიტრი ბერაია – U13, 42 კგ.
თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230
სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260
საქართველოს კუდოს ნაკრები იაპონიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა. ტოკიოში საქართველოს ღირსებას 9 კუდოისტი დაიცავს. ჩვენ ქვეყანას წარმომადგენელი ქალთა შეჯიბრშიც ეყოლება, მარი ნანავა 16 წლამდელთა შორის იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და მწვრთნელი ირაკლი პაპავა;
მსოფლიოს ჩემპიონატი კუდოში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 13 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის კუდოისტებს შორის გაიმართება;
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230
მარი ნანავა U16, 53 კგ.
რატი შურღაია – U16, 58 კგ.
საბა მაქაცარია – U16, 85 კგ.
ნიკა ბერაია – U16, 68 კგ.
გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240
დიმიტრი ბერაია – U13, 42 კგ.
თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230
სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260
ზუგდიდის ცენტრალურ სპორტულ კომპლექსში “კოლხეთის თასი” გაიმართა კიკბოქსინგში. შეჯიბრში 16 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩატარებული 8 ბრძოლიდან ერთი დაპირისპირება შედგა კუდოში, სადაც ლადო აფრასიძემ გიორგი ხარატიშვილს მოუგო. გაიმარჯვებულებს თასები, სიგელები და ფულადი პრემია გადაეცათ.
საქართველოს კუდოს ნაკრები იაპონიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. უდოისტები შეკრებას თბილისში, სასტუმრო „დკდ-ბრიჯში“ და კუდოს კლუბ “დავითიანნის” დარბაზში გადიან. ნაკრები საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს
იაპონიაში საქართველოს ღირსება 9 კუდოისტი დაიცავს. ჩვენ ქვეყანას წარმომადგენელი ქალთა შეჯიბრშიც ეყოლება, მარი ნანავა 16 წლამდელთა შორის იასპარეზებს. ამ დროისთვის შეკრებას 18 კუდოისტი გადის, საიდანაც 9 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.
მსოფლიოს ჩემპიონატი კუდოში 13მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის კუდოისტებს შორის იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართება.
ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს #კუდოს ფედერაცია
გიორგი ჟვანია VS გიგა სიჭინავა
თორნიკე კურტანიძე VS ლუკა ნასარიძე