ქართველი კუდოს მწვრთნელები ბულგარეთის ქალაქ ვარნაში კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ სემინარს ესწრებიან.
კვლიფიკაციის ასამაღლებელ კურსში საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და კუდოს მწვრთნელები ლევან კუბლაშვილი და რომეო გაბლაია მონაწილეობენ. ვარნაში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი.
სემინარს უძღვება კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კენიჩი ოსადა, რომელსაც კუდოისტი,
მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი კიკბოქსინგში სემმი შილდი ეხმარება
სემინარი 2 ივლისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდება.
ქართველი მწვრთნელები საერთაშორისო დონის სწავლებას საქართველოს კუდოს ფედერაციის სრული მხარდაჭერით გადიან.