ფედერაციის შესახებ

ისტორია

საქართველოს კუდოს ფედერაცია ჩამოყალიბდა 2015 წლის 16 დეკემბერს. 2016 წლის 9 სექტემბერს კი, “სპორტის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რეორგანიზაცია განიცადა.

დაფუძნების მომენტიდან საქართველოს კუდოს ფედერაცია არის კუდოს საერთაშორისო ფედერაციის წევრი (სერტიფიკატის №W277089), აგრეთვე, 2017 წლიდან აღიარებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ (მინისტრის ბრძანება №01–540).

საქართველოს კუდოს ფედერაცია საბრძოლო ხელოვნება კუდოს ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო და პასუხისმგებელია მის განვითარებაზე ქვეყანაში, აგრეთვე წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მიზნები

საბრძოლო ხელოვნება კუდოს განვითარების ხელშეწყობა საქართველოში;

ქართული სპორტული პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა;

ქართველ ახალგაზრდებში სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ქართული სპორტული პოტენციალის წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე;

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში;