შავი ქამარი და პირველი დანილევან კუბლაშვილის  საერთაშორისო აღიარება.

 ტყიბულის კუდოს კლუბსამურაისმთავარმა მწვრთნელმა 50 წლის ლევან კუბლაშვილმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში წარმატებით ჩააბარა კუდოს საერთაშორისო ფედერაციის საკვალიფიკაციო გამოცდები და პირველი დანი მოიპოვა.

 უმაღლესი  წოდება ტყიბულელ მწვრთნელს კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, კენიჩი ოსადამ პირადად მიანიჭა.

ლევან კუბლაშვილი 20 წელზე მეტია სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა და იმერეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ტყიბულში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისი აღზრდილი კუდოისტები კი წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა ტურნირებზე.

შეგახსენებთ, ბულგარეთში კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით, კუდოს მწვრთნელებისთვის  სპეციალური სემინარი ჩატარდა.