3-4 თებერვალს, მალტაზე, ქალაქ პემბრუკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება იუნიორებს შორის.

ევროპირველობაზე 13 ქვეყნის 200-მდე კუდოისტი იასპარეზებს. მათ შორის 10 საქართველოდან. 3 თებერვალს ტატამზე   U9, U11 ბიჭები და 7-15 წლის გოგოები გავლენ. 4 თებერვალს შეჯიბრი  13 და 16 წლამდე კუდოისტებს შორის გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

დემეტრე კესარელი – U 11 (- 40კგ.);

ანდრია სხულუხია – U13 (-42კგ);

ანდრია ზუხბაია – U13 (52+კგ);

ნიკოლოზ  ჟვანია U13 52+ კგ

საბა მარკელია U16 (-48კგ);

გუკა ხუბუტია – U16 (48კგ);

გოგა სიჭინავა U16 (-58კგ);

ლადო აფრასიძე U16 (-58კგ);

გიორგი ხარატიშვილი U16 (-68კგ);

ანჟელა მომცელიძე U16 (-63კგ);

ჩვენი გუნდი საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

ქართველი კუდოისტები მწვრთნელებთან და კუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად მალტაზე 2 თებერვალს გაემგზავრებიან.