Entries by

საქართველოს ჩემპიონატი კუდოში 2022

 13 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  სპორტულ კომპლექსში კუდოში  საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატი  სხვადასხვა ასაკის მონაწილეებს შორის  17  კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ასპარეზობდნენ. გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ კუდოისტებს შესაბამისი  მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ. წელს კუდოს მსაჯთა ბრიგადას ახალგაზრდა კუდოისტები შეურთდნენ, ლუკა ყოლბაია,  საბა მაქაცარია და […]

 საქართველოს ჩემპიონატი კუდოში 13 ნოემბერს ჩატარდება

 13 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  სპორტულ კომპლექსში საქართველოს ჩემპიონატი კუდოში 2022 გაიმართება.  ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის კუდოისტები მიიღებენ. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკის მონაწილეებს შორის  17  კატეგორიაში გაიმართება, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები იასპარეზებენ. საქართველოს ჩემპიონატი  კუდოში 13 ნოემბერს 11:00 საათიდან დაიწყება. გულშემატკივრებისთვის   დასწრება თავისუფალია. მისამართი:  ქ. თბილისი, […]

ამბროლაურში კუდოისტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, დღეს  ამბროლაურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კუდოისტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. ატესტაცია  ტყიბულისა და ამბროლაურის კუდოისტებს ერთობლივად ჩაუტარდათ. კუდოისტთა გამოცდებს კუდოს მწვრთნელი, პირველი დანის მფლობელი დავით დუშუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მწვრთნელი ლევან კუბლაშვილი ეხმარებოდა. კუდოისტებმა საატესტაციო პროგრამას თავი წარმატებით გაართვეს და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.

თბილისსა და ზუგდიდში კუდოისტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

დღეს საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, თბილისსა და ზუგდიდში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კუდოისტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. თბილისში ატესტაციას კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი, პირველი დანის მფლობელი დავით ყოლბაია ხელმძღვანელობდა, საგამოცდო პროცესში ჩართული იყო კუდოს მწვრთნელი, ასევე პირველი დანის მფლობელი, მამუკა შონია. ატესტაციას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი დაესწრო. ზუგდიდში კუდოისტთა გამოცდებს კუდოს მწვრთნელი, პირველი დანის მფლობელი […]

ევროპის ჩემპიონებს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი შეხვდა

საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ევროპის ჩემპიონებს, პრიზიორს და მწვრთნელებს შეხვდნენ, გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს, შეაჯამეს ჯუნიორთა ევროპირველობა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა ევროპის ჩემპიონებს, პრიზიორს და ჩემპიონთა მწვრთნელებს ფულადი პრემია და სპეციალური სიგელები გადასცეს; მალტას რესპუბლიკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე […]

ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 6 მედლით ქართველი კუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ (ვიდეო)

 ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 6 მედლით ქართველი კუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ. საქართველოს ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი, ფედერაციის წარმომადგენლები და ახლობლები დახვდნენ. მალტას რესპუბლიკაში გამართულ ევროპის ჩემპინატზე ჯუნიორთა შოროს ექვსმა ქართველმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა: დიმიტრი ბერაია – U13 (– 42 კგ.) ოქრო ლადო აფრასიძე – U16 (-48 ) გიორგი ჟვანია […]

ქართველმა კუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს

6-დან 6 მედალი, 5 ოქრო და 1 ვერცხლი, – წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კუდოისტებმა მალტაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის; ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან სამ სხვადახვა კატეგორიაში  ექვსმა კუდოისტმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა;   13 წლამდელთა შორის ჩემპიონი დიმიტრი ბერაია (– 42 კგ.) გახდა. 16 წალდელებში ქართველებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს, ჩემპიონები – ლადო აფრასიძე   (-48 ),  […]

მეხუთე ოქრო ევროპის ჩემპიონატზე- ვასილ დვალაძე ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

მეხუთე ოქრო ევროპის ჩემპიონატზე, ვასილ დვალაძე 19 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია. ქართველმა კუდოისტმა -260 კატეგორიის ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელი აჰმედ ალონსიუსი დაამარცხა. მალტას რესპუბლიკაში გამართულ ევროპირველობაზე ვასილ დვალაძემ ჩემპიონობასთან ერთად კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, ქართველს ტურნირზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

საბა მაქაცარია 16 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

მალტას რესპუბლიკაში მიმდინარე ევროპირველობაზე საბა მაქაცარიამ 16 წლამდელთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა კუდოისტმა + 68 კატეგორის ფინალში ლიეტუველი ნოჯუს მარტუსევიჩიუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.  

ლადო აფრასიძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

ლადო აფრასიძემ 16 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.  ქართველმა კუდოისტმა -48 კატეგორიის ფინალში მალტელი მატვეი პეტროვსკი მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.