საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ გრემში არსებულ კუდოს კლუბში სემინარი ჩატარდა. საწვრთნელი პროცესი  საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით წარიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენები გაეცნენ კუდოს ტექნიკასა და სპორტის ამ სახეობაში არსებულ სხვადასხვა ცვლილებას.

კუდოისტებს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით კიმანოები გადაეცათ.

გრემში არსებულ კუდოს კლუბში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ მწვრთნელს, ზაქრო ხეჩიაშვილს:

 +995 577 583 041