საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ზუგდიდსა და წალენჯიხაში  არსებულ კუდოს კლუბებში ატესტაცია ჩატარდა.

ზუგდიდში კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარი საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით, მწვრთნელებმა, ირაკლი პაპავამ, რომეო გაბლაიამ და ჯაბა ხარჩილავამ ჩაატარეს.

სემინარის წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდა კუდოისტებს შესაბამისი თანრიგიმიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ.

 ზუგდიდსა და წალენჯიხაში  არსებულ კუდოს კლუბებში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ მწვრთნელებს:

  568 914 207 – ირაკლი პაპავა (ზუგდიდი)

   597 233 133 – რომეო გაბლაია (ზუგდიდი)

 591 056 192 – ჯაბა ხარჩილავა (წალენჯიხა)