საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში არსებულ კუდოს კლუბებში ატესტაცია გრძელდება.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარი ამჯერად ბათუმელ კუდოისტებს ჩაუტარდათ.

ატესტაცია საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხემძღვანელობით,  ბათუმელმა მწვრთნელებმა ვაჟა თურმანიძემ და ნინო კოპაძემ ჩაატარეს.

სემინარის წარმატებით გავლის შემდეგ, ახალგაზრდა კუდოისტებს შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ.

ბათუმში არსებულ კუდოს კლუბებში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ მწვრთნელებს:

   558 204 665  ნინო კოპაძე

   568 600 141 – ვაჟა თურმანიძე