დღეს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და  პრიზიორი კუდოში  თბილისის მერიამ დააჯილდოვა. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, გამართულ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. 193 სპორტსმენი ინდივიდუალურად დაჯილდოვდა, მათ შორის თბილისელი 5 კუდოისტი;

ევროპის ჩემპიონები:

ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230

გიორგი ჟვანია –  U19, კატეგორია – 240

თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230

მსოფლიოს ჩემპიონი საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და  მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მარი ნანავა  (U16, 53 კგ.).

საქართველოს კუდოს ფედერაცია გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის თბილისის მერიას და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია, (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან ექვსმა სპორტსმენმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა, (5ოქრო, 1 ბრინჯაო).