Entries by

ქართველი კუდოს მწვრთნელები კუდოს საერთაშორისო ფედერაციის სემინარს ესწრებიან

ქართველი კუდოს მწვრთნელები ბულგარეთის ქალაქ ვარნაში კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ სემინარს ესწრებიან. კვლიფიკაციის ასამაღლებელ კურსში საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და კუდოს მწვრთნელები ლევან კუბლაშვილი და რომეო გაბლაია მონაწილეობენ. ვარნაში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი. სემინარს უძღვება კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კენიჩი ოსადა, რომელსაც კუდოისტი, მსოფლიოს […]

საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ხახუტაშვილის კომენტარი (ვიდეო)

საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ხახუტაშვილის კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კუდოს ნაკრების ასპარეზობასთან დაკავშირებით

მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა კუდოისტები და მწვრთნელები დააჯილდოვა

მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონები, პრიზიორები და მათი მწვრთნელები ფულადი პრემიით დააჯილდოვა. დავით ხახუტაშვილმა კუდოისტებს საქართველოს კუდოს ფედერაციაში უმასპინძლა, მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია დაესწრნენ. იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე […]

ისტორიული შედეგით საქართველოს კუდოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა

6 მედლით და ისტორიული შედეგით საქართველოს კუდოს ნაკრები იაპონიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. კუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი, ფედერაციის წამომადგენლები, მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოს […]

ქართველმა კუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს

6 მედალი და ისტორიული შედეგი. ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრების 9 წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია. ქართველებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონები საბა მაქაცარია (U16, 85 კგ.) და სედრაკ კარაპეტიანი (U19, კატეგორია 260) […]

ერთი დღე მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე

13 მაისს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ქართველი კუდოისტები ტოკიოში იმყოფებიან, ჩვენი ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია და ჩემპიონატისთვის ადგილზე ვარჯიშობს. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, კენიჩი ოსადას შეხვდნენ, სემინარის დასრულების შემდეგ კი ქართული სუვენირები გადასცეს. ტოკიოში საქართველოს ღირსებას […]

საქართველოს კუდოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს კუდოს ნაკრები იაპონიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა. ტოკიოში საქართველოს ღირსებას 9 კუდოისტი დაიცავს. ჩვენ ქვეყანას წარმომადგენელი ქალთა შეჯიბრშიც ეყოლება, მარი ნანავა 16 წლამდელთა შორის იასპარეზებს. საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და მწვრთნელი ირაკლი პაპავა; მსოფლიოს ჩემპიონატი კუდოში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  13 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, სხვადასხვა […]

კუდოისტებმა „კოლხეთის თასზე“ იასპარეზეს

ზუგდიდის ცენტრალურ სპორტულ კომპლექსში “კოლხეთის თასი” გაიმართა  კიკბოქსინგში.  შეჯიბრში 16 სპორტსმენი მონაწილეობდა.  ჩატარებული 8 ბრძოლიდან ერთი დაპირისპირება შედგა კუდოში, სადაც ლადო აფრასიძემ  გიორგი ხარატიშვილს მოუგო.  გაიმარჯვებულებს თასები, სიგელები და ფულადი პრემია გადაეცათ.

საქართველოს კუდოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს კუდოს ნაკრები იაპონიაში გასამართი  მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. უდოისტები შეკრებას თბილისში, სასტუმრო „დკდ-ბრიჯში“ და კუდოს კლუბ “დავითიანნის” დარბაზში გადიან. ნაკრები საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს იაპონიაში საქართველოს ღირსება 9 კუდოისტი დაიცავს.  ჩვენ ქვეყანას  წარმომადგენელი  ქალთა შეჯიბრშიც ეყოლება, მარი ნანავა 16 წლამდელთა   შორის იასპარეზებს. ამ დროისთვის შეკრებას 18 კუდოისტი გადის, საიდანაც 9 […]

MAX FIGHT-ის ღონისძიებაზე 2 ბრძოლა კუდოში ჩატარდა (ვიდეო)

“არენა 2-ზე” MAX FIGHT-ის მესამე ღონისძიება გაიმართა, სადაც 12 დაპირისპირებიდან 2 ბრძოლა კუდოში ჩატარდა. გიორგი ჟვანიამ გიგა სიჭინავას სძლია, თორნიკე კურტანიძემ კი ლუკა ნასარიძეს მოუგო. გამარჯვებულები საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა დააჯილდოვა. სპონსორები: #ლიდერბეთი, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, კომპანია #მაკშაურმა და ტურისტული კომპანია #ჯიმპექსჯეოთრეველი ; ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს #კუდოს ფედერაცია   გიორგი […]