Entries by

კახეთში კუდოს კლუბი გაიხსნა

საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ გრემში კუდოს კლუბი გაიხსნა. გრემში საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია იმყოფებოდნენ. მწვრთნელთან და სპორტსმენებთან შეხვედრაზე ფედერაციის წარმომადგენლებმა ქართული კუდოს წარმატება განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, კლუბის წევრებს ატესტაცია საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარმა ინსტრუქტორმა, დავით ყოლბაიამ ჩაუტარა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კუდოისტებს […]

ახალციხეში კუდოისტებისთვის ატესტაცია ჩატარდა

 საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ახალციხეში არსებულ კუდოს კლუბ“სპარტაში” სპორტსმენებს ატესტაცია ჩაუტარდათ და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ. ატესტაცია საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით, “სპარტას” მთავარმა მწვეთნელმა, გელა კახიშვილმა და ასევე  კუდოუსტებმა ევროპის ჩემპიონებმა, ლევან დარასელიამ და სედრაკ კარაპეტიანმა ჩაატარეს. ახალციხეში კუდოს კლუბ “სპარტაში” ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სენსეი გელა კახიშვილი ვარჯიშებს სხვადასხვა ჯგუფებისთვის კვირაში […]

საქართველოს კუდოს ნაკრები 6 მედლით სამშობლოში დაბრუნდა

5 ოქროსა და 1  ბრინჯაოს მედლით საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კუდოისტებს, ფედერაციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში […]

სქართველოს კუდოს ნაკრები 6 მედლით სამშობლოში დაბრუნდა

 5 ოქროსა და 1  ბრინჯაოს მედლით საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კუდოისტებს, ფედერაციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში […]

6 მედალი და ისტორიული შედეგი, – ქართველი კუდოისტების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

ექვსიდან ექვსი მედალი და ისტორიული შედეგი, – ტრიუმფალურად იასპარეზეს ქართველმა კუდოისტებმა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.  ჩვენი ქვეყნის ღირსებას ევროპირველობაზე 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა.  პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოში უფროსებს შორის ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი. ლევან დარასელიამ დაძაბულ ფინალში ფრანგ ქაის ალ ალემს […]

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებსა და მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარდათ

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში სპორტულ კომპლექს “სტარტასში”კუდოში ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებსა და მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარდათ. სწავლებას კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კენიჩი ოსადა და კუდოს საერთაშორისო ფედერაციის დირექტორი ჰიდეაკი ტაკაჰაში უძღვებოდნენ. სემინარი 2 საათი გაგრძელდა და სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა კუდოს სხვადასხვა კომბინაციები განავითარეს. 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 6 კუდოისტი დაიცავს. ჩვენს ქვეყანას 4 წარმომადგენელი 19 წლამდელთა […]

საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ძლიერი შემადგენლობით ემზადება

საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ძლიერი შემადგენლობით ემზადება. კონტინენტის პირველობა  19 წლამდელებსა და უფროსებს შორის 29 ოქტომბერს, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება.  2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 6 კუდოისტი დაიცავს. ჩვენს ქვეყანას 4 წარმომადგენელი 19 წლამდელთა შორის ეყოლება, 2 კი უფროსებში. ქართველი კუდოისტები  ევროპირველობისთვის  არასრული შემადგენლობით თბილისში, კუდოს კლუბ „დავითიანნში“ ვარჯიშობენ. საქართველოს ნაკრების წევრებს […]

კუდოს მწვრთნელებმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები წარმატებით გაიარეს

საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, კუდოს მწვრთნელებმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით გამართული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები წარმატებით გაიარეს.  სემინარს  საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი  ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და კუდოს მწვრთნელები ლევან კუბლაშვილი და რომეო გაბლაია დაესწრნენ. ვარნაში  საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ალექსი ფილფანი. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კენიჩი […]

ლევან კუბლაშვილს პირველი დანი მიენიჭა

 შავი ქამარი და პირველი დანი – ლევან კუბლაშვილის  საერთაშორისო აღიარება.  ტყიბულის კუდოს კლუბ “სამურაის” მთავარმა მწვრთნელმა 50 წლის ლევან კუბლაშვილმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში წარმატებით ჩააბარა კუდოს საერთაშორისო ფედერაციის საკვალიფიკაციო გამოცდები და პირველი დანი მოიპოვა.  უმაღლესი  წოდება ტყიბულელ მწვრთნელს კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, კენიჩი ოსადამ პირადად მიანიჭა. ლევან კუბლაშვილი 20 წელზე მეტია სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა და […]