საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, კუდოს მწვრთნელებმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით გამართული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები წარმატებით გაიარეს.

 სემინარს  საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი  ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და კუდოს მწვრთნელები ლევან კუბლაშვილი და რომეო გაბლაია დაესწრნენ. ვარნაში  საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსი ფილფანი.

კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კენიჩი ოსადა უძღვებოდა, რომელსაც კუდოისტი, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი კიკბოქსინგში სემმი შილდი ეხმარებოდა.

სემინარი 2 ივლისს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში კუდოს მწვრთნელები სხვადასხვა კომპონენტში ვარჯიშობდნენ. სწავლების დასკვნით დღეს გამოცდა ჩატარდა და მწვრთნელებს შესაბამისი თანრიგები მიენიჭათ.

შავ ქამარს და პირველ დანს დაეუფლა ტყიბულის კუდოს კლუბსამურაისმთავარი მწვრთნელი. 50 წლის ლევან კუბლაშვილმა წარმატებით ჩააბარა კუდოს საერთაშორისო ფედერაციის საკვალიფიკაციო გამოცდა და  წოდება კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, კენიჩი ოსადამ პირადად მიანიჭა.

 საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარ ინსტრუქტორს, დავით ყოლბაიას მეორე დანი და კუდოს მწვრთნელს, რომეო გაბლაიას პირველი დანი უკვე მინიჭებული აქვთ, შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდაში მინაწილეობა არ მიუღიათ.