საქართველოს კუდოს ნაკრები იაპონიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა. ტოკიოში საქართველოს ღირსებას 9 კუდოისტი დაიცავს. ჩვენ ქვეყანას წარმომადგენელი ქალთა შეჯიბრშიც ეყოლება, მარი ნანავა 16 წლამდელთა შორის იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და მწვრთნელი ირაკლი პაპავა;

მსოფლიოს ჩემპიონატი კუდოში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  13 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის კუდოისტებს შორის  გაიმართება;

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230

მარი ნანავა  U16, 53 კგ.

რატი შურღაია – U16, 58 კგ.

საბა მაქაცარია – U16, 85 კგ.

ნიკა ბერაია – U16, 68 კგ.

გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240

დიმიტრი ბერაია – U13, 42 კგ.

თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230

სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260