ზუგდიდის ცენტრალურ სპორტულ კომპლექსში “კოლხეთის თასი” გაიმართა  კიკბოქსინგში.  შეჯიბრში 16 სპორტსმენი მონაწილეობდა.  ჩატარებული 8 ბრძოლიდან ერთი დაპირისპირება შედგა კუდოში, სადაც ლადო აფრასიძემ  გიორგი ხარატიშვილს მოუგო.  გაიმარჯვებულებს თასები, სიგელები და ფულადი პრემია გადაეცათ.