საქართველოს კუდოს ნაკრები იაპონიაში გასამართი  მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. უდოისტები შეკრებას თბილისში, სასტუმრო „დკდ-ბრიჯში“ და კუდოს კლუბ “დავითიანნის” დარბაზში გადიან. ნაკრები საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს

იაპონიაში საქართველოს ღირსება 9 კუდოისტი დაიცავს.  ჩვენ ქვეყანას  წარმომადგენელი  ქალთა შეჯიბრშიც ეყოლება, მარი ნანავა 16 წლამდელთა   შორის იასპარეზებს. ამ დროისთვის შეკრებას 18 კუდოისტი გადის, საიდანაც 9 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.

მსოფლიოს ჩემპიონატი კუდოში  13მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის კუდოისტებს შორის იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართება.