13 მაისს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ქართველი კუდოისტები ტოკიოში იმყოფებიან, ჩვენი ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია და ჩემპიონატისთვის ადგილზე ვარჯიშობს.
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, კენიჩი ოსადას შეხვდნენ, სემინარის დასრულების შემდეგ კი ქართული სუვენირები გადასცეს.
ტოკიოში საქართველოს ღირსებას 9 კუდოისტი დაიცავს. ჩვენ ქვეყანას წარმომადგენელი ქალთა შეჯიბრშიც ეყოლება, მარი ნანავა 16 წლამდელთა შორის იასპარეზებს.
13 მაისს მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრები თბილისი დროით, 05:30 საათზე დაიწყება.
 
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
????????????ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230
????????????მარი ნანავა U16, 53 კგ.
????????????რატი შურღაია – U16, 58 კგ.
????????????საბა მაქაცარია – U16, 85 კგ.
????????????ნიკა ბერაია – U16, 68 კგ.
????????????გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240
????????????დიმიტრი ბერაია – U13, 42 კგ.
????????????თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230
????????????სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260