25 მარტს  “ლიდერბეთი” წარმოგიდგენთ MAX FIGHT-ის მესამე ღონისძიებას. დღეს სპორტსმენბმა წონა ჩააბრეს. 12 დაპირისპირებიდან 2 ბრძოლა კუდოში შედგება. გიორგი ჟვანია გიგა სიჭინავას დაუპირისპირდება, ლუკა ნასარიძე კი თორნიკე კურტანიძეს.

გთავაზობთ საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას და კუდოისტების, გიორგი ჟვანიასა და გიგა სიჭინავა კომენტარებს;

გელოდებით 25 მარტს, “არენა 2-ზე”, დასაწყისი – 20:00 საათი.

ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს  კუდოს ფედერაცია.

 

 

საქართველოს კუდოს ფედერაცია აგრძელებს კუდოისტთა საკვალიფიკაციო გამოცდებს.
დღეს ატესტაცია თბილისელ კუდოიუსტებს ჩაუტარდათ. საკვალიფიკაციო გამოცდა კუდოს ფედერაციის მთავარმა ინსტრუქტორმა, დავით ყოლბაიამ და კუდოს მწვრთნელმა, მამუკა შონიამ ჩაატარეს, მათ ახალგაზრდა კუდოუსტები ეხმარებოდნენ, რომელთაც უკვე აქვთ ატესტაციისთვის შესაბამისი კომპეტენცია. კუდოისტებმა საატესტაციო პროგრამას თავი წარმატებით გაართვეს და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.

საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას აგრძელებს და უახლოეს მომავალში საკვალიფიკაციო გამოცდები კუდოს სხვა კლუბებში ჩატარდება.

დღეს ბათუმში კიკბოქსინგის აკადემიაში – Ninja fight-ის კლუბში  კუდოს სექცია გაიხსნა.  ახალგაზრდა კუდოისტებს მწვრთნელი ვაჟა თურმანიძე ავარჯიშებს. ბათუმს  დღეს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია ესტუმრა და ახალგაზრდა კუდოისტებს მასტერკლასი ჩაუტარა.

კუდოში ვარჯიში ნებისმიერ დაინტერესებულს კვირაში  3-ჯერ შეუძლია.

დაინტერესებული პირები დაუკავშირდით ვაჟა თურმანიძეს (568600141)

მისამართი, ქ. ბათუმი, ხახულის  #27ა

დღეს ზუგდიდში,   საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ადგილობრივი და წალენჯიხელი კუდოისტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,  საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა.

ატესტაციას კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია ხელმძღვანელობდა, საგამოცდო პროცესში ჩართულნი იყვნენ კუდოს მწვრთნელები რომეო გაბლაია და ირაკლი პაპავა. კუდოისტებმა საატესტაციო პროგრამას თავი წარმატებით გაართვეს და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.

საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას აგრძელებს და უახლოეს მომავალში საკვალიფიკაციო გამოცდები კუდოს სხვა კლუბებში ჩატარდება.

 

დღეს ზუგდიდის სპორტულ კომპლექსში საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა, შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრების კანდიდატები შეირჩნენ.

შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატისა და საქართველოს თასის პრიზიორებმა მიიღეს. ტურნირი 4 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფინალისტები საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებენ, სპეციალურ შეკრებას გაივლიან, შეკრებაზე ნაჩვენები შედეგებით კი საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი კუდოში 13-15 მაისს ტოკიოში გაიმართება.

 შეგახსენებთ, ქართველმა კუდოისტებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2018 წელს იასპარეზეს და ვერცხლის მედალი რაულ თუთარაულმა მოიპოვა.

კვირას, 19 თებერვალს, ზუგდიდის სპორტულ კომპლექსში საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატისა და საქართველოს თასის პრიზიორები მიიღებენ. ტურნირი 4 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება და სულ 41 კუდოისტი იასპარეზებს. ფინალისტები საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებენ, სპეციალურ შეკრებას გაივლიან, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი კუდოში 13-15 მაისს ტოკიოში გაიმართება.
შეგახსენებთ, ქართველმა კუდოისტებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2018 წელს იასპარეზეს და ვერცხლის მედალი რაულ თუთარაულმა მოიპოვა.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე დასწრება თავისუფალია, შეჯიბრი 19 თებერვალს ზუგდიდის სპორტულ კომპლექსში 11:00 საათიდან დაიწყება.
? ? მისამართი: ქ. ზუგდიდი დავით აღმაშენებლის #222
 
 
??? 6 მონაწილე და 6 მედალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე;
??? საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებული ტურნირები და საატესტაციო პროგრამები;
?? მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც საქართველოს კუდოს ფედერაციამ 2022 წელს განახორციელა;
▶️? 2022 წელს საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია აჯამებენ
 
 დღეს, სასტუმრო “პულმან თბილისი აქსის თაუერსში”თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა 2022 წლის სპორტული შედეგების გათვალისწინებით, წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვა.
კიდოისტებს ლადო აფრასიძეს და საბა მაქაცარიას სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საქართველოს კუდოს ფედერაციიდან, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია დაესწრნენ.
საბა მაქაცარია და ლადო აფრასიძე 2022 წელს კუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ ჯუნიორთა შორის. ლადო აფრასიძე და საბა მაქაცარია თბილისში არსებულ კუდოს კლუბ „დავითიანში“ ვარჯიშობენ. ჩემპიონების მწვრთნელი პირველი დანის მფლობელი, მამუკა შონიაა.
საქართველოს კუდოს ფედერაცია მადლობას უხდის თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს გამოჩენილი ყურადღებისთვის, ქართველი კუდოისტები კი კვლავ გააგრძელებენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უმაღლეს დონეზე წარმოჩენას.
2022 წლოს ივლისში მალტას რესპუბლიკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის ექვსმა ქართველმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა;
?დიმიტრი ბერაია – U13 (– 42 კგ.)
?ლადო აფრასიძე – U16 (-48 )
?გიორგი ჟვანია – U16 (– 58)
? საბა მაქაცარია – U16 (+ 68 )
? ლუკა ნასარიძე – U19 (-240)
? ვასილ დვალაძე – U19 (-260), დვალაძემ ჩემპიონობასთან ერთად კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, ქართველს ტურნირზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.