დღეს ზუგდიდში,   საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ადგილობრივი და წალენჯიხელი კუდოისტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,  საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა.

ატესტაციას კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია ხელმძღვანელობდა, საგამოცდო პროცესში ჩართულნი იყვნენ კუდოს მწვრთნელები რომეო გაბლაია და ირაკლი პაპავა. კუდოისტებმა საატესტაციო პროგრამას თავი წარმატებით გაართვეს და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.

საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას აგრძელებს და უახლოეს მომავალში საკვალიფიკაციო გამოცდები კუდოს სხვა კლუბებში ჩატარდება.