დღეს ზუგდიდის სპორტულ კომპლექსში საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა, შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრების კანდიდატები შეირჩნენ.

შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატისა და საქართველოს თასის პრიზიორებმა მიიღეს. ტურნირი 4 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფინალისტები საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებენ, სპეციალურ შეკრებას გაივლიან, შეკრებაზე ნაჩვენები შედეგებით კი საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი კუდოში 13-15 მაისს ტოკიოში გაიმართება.

 შეგახსენებთ, ქართველმა კუდოისტებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2018 წელს იასპარეზეს და ვერცხლის მედალი რაულ თუთარაულმა მოიპოვა.