კვირას, 19 თებერვალს, ზუგდიდის სპორტულ კომპლექსში საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატისა და საქართველოს თასის პრიზიორები მიიღებენ. ტურნირი 4 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება და სულ 41 კუდოისტი იასპარეზებს. ფინალისტები საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებენ, სპეციალურ შეკრებას გაივლიან, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი კუდოში 13-15 მაისს ტოკიოში გაიმართება.
შეგახსენებთ, ქართველმა კუდოისტებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2018 წელს იასპარეზეს და ვერცხლის მედალი რაულ თუთარაულმა მოიპოვა.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე დასწრება თავისუფალია, შეჯიბრი 19 თებერვალს ზუგდიდის სპორტულ კომპლექსში 11:00 საათიდან დაიწყება.
? ? მისამართი: ქ. ზუგდიდი დავით აღმაშენებლის #222