დღეს ბათუმში კიკბოქსინგის აკადემიაში – Ninja fight-ის კლუბში  კუდოს სექცია გაიხსნა.  ახალგაზრდა კუდოისტებს მწვრთნელი ვაჟა თურმანიძე ავარჯიშებს. ბათუმს  დღეს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია ესტუმრა და ახალგაზრდა კუდოისტებს მასტერკლასი ჩაუტარა.

კუდოში ვარჯიში ნებისმიერ დაინტერესებულს კვირაში  3-ჯერ შეუძლია.

დაინტერესებული პირები დაუკავშირდით ვაჟა თურმანიძეს (568600141)

მისამართი, ქ. ბათუმი, ხახულის  #27ა