საქართველოს კუდოს ფედერაცია აგრძელებს კუდოისტთა საკვალიფიკაციო გამოცდებს.
დღეს ატესტაცია თბილისელ კუდოიუსტებს ჩაუტარდათ. საკვალიფიკაციო გამოცდა კუდოს ფედერაციის მთავარმა ინსტრუქტორმა, დავით ყოლბაიამ და კუდოს მწვრთნელმა, მამუკა შონიამ ჩაატარეს, მათ ახალგაზრდა კუდოუსტები ეხმარებოდნენ, რომელთაც უკვე აქვთ ატესტაციისთვის შესაბამისი კომპეტენცია. კუდოისტებმა საატესტაციო პროგრამას თავი წარმატებით გაართვეს და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.

საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას აგრძელებს და უახლოეს მომავალში საკვალიფიკაციო გამოცდები კუდოს სხვა კლუბებში ჩატარდება.