საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ გრემში კუდოს კლუბი გაიხსნა.

გრემში საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია იმყოფებოდნენ. მწვრთნელთან და სპორტსმენებთან შეხვედრაზე ფედერაციის წარმომადგენლებმა ქართული კუდოს წარმატება განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, კლუბის წევრებს ატესტაცია საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარმა ინსტრუქტორმა, დავით ყოლბაიამ ჩაუტარა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კუდოისტებს შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ.

გრემში არსებულ კუდოს კლუბში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ მწვრთნელს, ზაქრო ხეჩიაშვილს:

+995 577 583 041

 საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ახალციხეში არსებულ კუდოს კლუბსპარტაშისპორტსმენებს ატესტაცია ჩაუტარდათ და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.

ატესტაცია საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით, “სპარტასმთავარმა მწვეთნელმა, გელა კახიშვილმა და ასევე  კუდოუსტებმა ევროპის ჩემპიონებმა, ლევან დარასელიამ და სედრაკ კარაპეტიანმა ჩაატარეს.

ახალციხეში კუდოს კლუბსპარტაშივარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სენსეი გელა კახიშვილი ვარჯიშებს სხვადასხვა ჯგუფებისთვის კვირაში სამჯერ ატარებს:

 ვარჯიშის განრიგი

ორშაბათი 16:30 – 18:30;  18:30 -20:30;

ოთხშაბათი 16:30 – 18:30;  18:30 -20:30;

 პარასკევი 16:30 – 18:30;  18:30 -20:30;

მისამართი: . ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა #2

5 ოქროსა და 1  ბრინჯაოს მედლით საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კუდოისტებს, ფედერაციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა.
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოში უფროსებს შორის ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი. ლევან დარასელიამ დაძაბულ ფინალში ფრანგ ქაის ალ ალემს სძლია.
ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს 19 წლამდელთა შორის თორნიკე კურტანიძემ, სედრაკ კარაპეტიანმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ზედიზედ მეორედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა ვასილ დვალაძემ და გიორგი ჟვანიამ . ბრინჯაოს მედალი უფროსებს შორის რომეო გაბლაიამ დაისაკუთრა.
ევროპის ჩემპიონატზე 3 ქართველი მსაჯი იყო, – დავით ყოლბაია, დავით დუშუაშვილი და მამუკა შონია.
 საქართველოდ კუდოს ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში იმყოფებოდა საქართველოდ კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი.
საქართველოს კუდოს ნაკრების შედეგი ევროპის ჩემპიონატზე:
ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230
გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240
თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230
სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260
ვასილ დვალაძე- U19, კატეგორია -270
რომეო გაბლაია – უფროსები, კატეგორია -260

ექვსიდან ექვსი მედალი და ისტორიული შედეგი, – ტრიუმფალურად იასპარეზეს ქართველმა
კუდოისტებმა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.
 ჩვენი ქვეყნის ღირსებას ევროპირველობაზე 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა. 
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოში უფროსებს შორის ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი. ლევან დარასელიამ დაძაბულ ფინალში ფრანგ ქაის ალ ალემს სძლია.
ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს 19 წლამდელთა შორის თორნიკე კურტანიძემ, სედრაკ კარაპეტიანმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ზედიზედ მეორედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა ვასილ დვალაძემ და გიორგი ჟვანიამ. ბრინჯაოს მედალი უფროსებს შორის რომეო გაბლაიამ დაისაკუთრა.
ევროპის ჩემპიონატზე 3 ქართველი მსაჯი იყო, – დავით ყოლბაია, დავით დუშუაშვილი და მამუკა შონია.
საქართველოდ კუდოს ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში იმყოფება საქართველოდ კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი.

საქართველოს ნაკრების შედეგი ევროპის ჩემპიონატზე:

ოქრო – ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230;

ოქრო – გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240;

ოქრო – თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230;

ოქრო – სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260;

ოქრო – ვასილ დვალაძე- U19, კატეგორია -270;

ოქრო – რომეო გაბლაია – უფროსები, კატეგორია -260;

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში სპორტულ კომპლექს “სტარტასში”კუდოში ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებსა და მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარდათ. სწავლებას კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კენიჩი ოსადა და კუდოს საერთაშორისო ფედერაციის დირექტორი ჰიდეაკი ტაკაჰაში უძღვებოდნენ. სემინარი 2 საათი გაგრძელდა და სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა კუდოს სხვადასხვა კომბინაციები განავითარეს.
2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 6 კუდოისტი დაიცავს. ჩვენს ქვეყანას 4 წარმომადგენელი 19 წლამდელთა შორის ეყოლება, 2 კი უფროსებში.
???????? საქართველოს კუდოს ნაკრებთან ერთად იმყიფებიან საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და მწვრთნელები, მამუკა შონია და დავით დუშუაშვილი.
????????  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა :
????????????რომეო გაბლაია – უფროსები, კატეგორია -260;
????????????ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230;
????????????სედრაკ კარაპეტიან – U19, კატეგორია – 260;
????????????ვასილ დვალაძე- U19, კატეგორია -270;
????????????გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240;
????????????თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230;
კონტინენტის პირველობა 29 ოქტომბერს, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება. 

საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ძლიერი შემადგენლობით ემზადება. კონტინენტის პირველობა  19 წლამდელებსა და უფროსებს შორის 29 ოქტომბერს, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება. 

2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 6 კუდოისტი დაიცავს. ჩვენს ქვეყანას 4 წარმომადგენელი 19 წლამდელთა შორის ეყოლება, 2 კი უფროსებში.

ქართველი კუდოისტები  ევროპირველობისთვის  არასრული შემადგენლობით თბილისში, კუდოს კლუბ „დავითიანნში“ ვარჯიშობენ. საქართველოს ნაკრების წევრებს საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და კუდოს მწვრთნელი მამუკა შონია ავარჯიშებენ. ევროპის ჩემპიონატისთვის თბილისში ამჟამად 4 კუდოისტი, ვასილ დვალაძე, ლევან დარასელია, თორნიკე  კურტანიძე და გიორგი ჟვანია ემზადებიან. რომეო გაბლაია და სედრაკ კარაპეტიანი კუდოს ნაკრებს უახლოეს მომავალში შემოუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები არიან.  სედრაკ კარაპეტიანი (U19) მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, გიორგი ჟვანია (U16) და ვასილ დვალაძე (U19) ევროპის მოქმედი ჩემპიონები, დვალაძეს 2022  წელს ევროპირველობაზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

კაუნასში ევროპირველობის ფარგლებში, 30 ოქტომბერს გაიმართება მწვრთნელთა  შავი ქამრებისა და დანის მისანიჭებელი საკვალიფიკაციო გამოცდა, სადაც საქართველოდან კუდოს  მწვრთნელები, დავით დუშუაშვილი, რომეო გაბლაია და მამუკა შონია მეორე დანის გამოცდებს ჩააბარებენ.

საქართველოს კუდოს ნაკრები ლიეტუვაში 26 ოქტომბერს გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230

რომეო გაბლაია – უფროსები, კატეგორია -260

გიორგი ჟვანია –  U19, კატეგორია – 240

თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230

სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260

ვასილ დვალაძე-  U19,  კატეგორია -270

საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, კუდოს მწვრთნელებმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით გამართული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები წარმატებით გაიარეს.

 სემინარს  საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი  ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და კუდოს მწვრთნელები ლევან კუბლაშვილი და რომეო გაბლაია დაესწრნენ. ვარნაში  საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსი ფილფანი.

კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კენიჩი ოსადა უძღვებოდა, რომელსაც კუდოისტი, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი კიკბოქსინგში სემმი შილდი ეხმარებოდა.

სემინარი 2 ივლისს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში კუდოს მწვრთნელები სხვადასხვა კომპონენტში ვარჯიშობდნენ. სწავლების დასკვნით დღეს გამოცდა ჩატარდა და მწვრთნელებს შესაბამისი თანრიგები მიენიჭათ.

შავ ქამარს და პირველ დანს დაეუფლა ტყიბულის კუდოს კლუბსამურაისმთავარი მწვრთნელი. 50 წლის ლევან კუბლაშვილმა წარმატებით ჩააბარა კუდოს საერთაშორისო ფედერაციის საკვალიფიკაციო გამოცდა და  წოდება კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, კენიჩი ოსადამ პირადად მიანიჭა.

 საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარ ინსტრუქტორს, დავით ყოლბაიას მეორე დანი და კუდოს მწვრთნელს, რომეო გაბლაიას პირველი დანი უკვე მინიჭებული აქვთ, შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდაში მინაწილეობა არ მიუღიათ.

 შავი ქამარი და პირველი დანილევან კუბლაშვილის  საერთაშორისო აღიარება.

 ტყიბულის კუდოს კლუბსამურაისმთავარმა მწვრთნელმა 50 წლის ლევან კუბლაშვილმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში წარმატებით ჩააბარა კუდოს საერთაშორისო ფედერაციის საკვალიფიკაციო გამოცდები და პირველი დანი მოიპოვა.

 უმაღლესი  წოდება ტყიბულელ მწვრთნელს კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, კენიჩი ოსადამ პირადად მიანიჭა.

ლევან კუბლაშვილი 20 წელზე მეტია სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა და იმერეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ტყიბულში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისი აღზრდილი კუდოისტები კი წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა ტურნირებზე.

შეგახსენებთ, ბულგარეთში კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით, კუდოს მწვრთნელებისთვის  სპეციალური სემინარი ჩატარდა.