ლიეტუვის ქალაქ კაუნასში სპორტულ კომპლექს “სტარტასში”კუდოში ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებსა და მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარდათ. სწავლებას კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კენიჩი ოსადა და კუდოს საერთაშორისო ფედერაციის დირექტორი ჰიდეაკი ტაკაჰაში უძღვებოდნენ. სემინარი 2 საათი გაგრძელდა და სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა კუდოს სხვადასხვა კომბინაციები განავითარეს.
2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 6 კუდოისტი დაიცავს. ჩვენს ქვეყანას 4 წარმომადგენელი 19 წლამდელთა შორის ეყოლება, 2 კი უფროსებში.
???????? საქართველოს კუდოს ნაკრებთან ერთად იმყიფებიან საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და მწვრთნელები, მამუკა შონია და დავით დუშუაშვილი.
????????  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა :
????????????რომეო გაბლაია – უფროსები, კატეგორია -260;
????????????ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230;
????????????სედრაკ კარაპეტიან – U19, კატეგორია – 260;
????????????ვასილ დვალაძე- U19, კატეგორია -270;
????????????გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240;
????????????თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230;
კონტინენტის პირველობა 29 ოქტომბერს, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება.