ექვსიდან ექვსი მედალი და ისტორიული შედეგი, – ტრიუმფალურად იასპარეზეს ქართველმა
კუდოისტებმა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.
 ჩვენი ქვეყნის ღირსებას ევროპირველობაზე 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა. 
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოში უფროსებს შორის ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი. ლევან დარასელიამ დაძაბულ ფინალში ფრანგ ქაის ალ ალემს სძლია.
ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს 19 წლამდელთა შორის თორნიკე კურტანიძემ, სედრაკ კარაპეტიანმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ზედიზედ მეორედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა ვასილ დვალაძემ და გიორგი ჟვანიამ. ბრინჯაოს მედალი უფროსებს შორის რომეო გაბლაიამ დაისაკუთრა.
ევროპის ჩემპიონატზე 3 ქართველი მსაჯი იყო, – დავით ყოლბაია, დავით დუშუაშვილი და მამუკა შონია.
საქართველოდ კუდოს ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში იმყოფება საქართველოდ კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი.

საქართველოს ნაკრების შედეგი ევროპის ჩემპიონატზე:

ოქრო – ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230;

ოქრო – გიორგი ჟვანია – U19, კატეგორია – 240;

ოქრო – თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230;

ოქრო – სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260;

ოქრო – ვასილ დვალაძე- U19, კატეგორია -270;

ოქრო – რომეო გაბლაია – უფროსები, კატეგორია -260;