საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ახალციხეში არსებულ კუდოს კლუბსპარტაშისპორტსმენებს ატესტაცია ჩაუტარდათ და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.

ატესტაცია საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით, “სპარტასმთავარმა მწვეთნელმა, გელა კახიშვილმა და ასევე  კუდოუსტებმა ევროპის ჩემპიონებმა, ლევან დარასელიამ და სედრაკ კარაპეტიანმა ჩაატარეს.

ახალციხეში კუდოს კლუბსპარტაშივარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სენსეი გელა კახიშვილი ვარჯიშებს სხვადასხვა ჯგუფებისთვის კვირაში სამჯერ ატარებს:

 ვარჯიშის განრიგი

ორშაბათი 16:30 – 18:30;  18:30 -20:30;

ოთხშაბათი 16:30 – 18:30;  18:30 -20:30;

 პარასკევი 16:30 – 18:30;  18:30 -20:30;

მისამართი: . ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა #2