დღეს, სასტუმრო “პულმან თბილისი აქსის თაუერსში”თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა 2022 წლის სპორტული შედეგების გათვალისწინებით, წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვა.
კიდოისტებს ლადო აფრასიძეს და საბა მაქაცარიას სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საქართველოს კუდოს ფედერაციიდან, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი და საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია დაესწრნენ.
საბა მაქაცარია და ლადო აფრასიძე 2022 წელს კუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ ჯუნიორთა შორის. ლადო აფრასიძე და საბა მაქაცარია თბილისში არსებულ კუდოს კლუბ „დავითიანში“ ვარჯიშობენ. ჩემპიონების მწვრთნელი პირველი დანის მფლობელი, მამუკა შონიაა.
საქართველოს კუდოს ფედერაცია მადლობას უხდის თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს გამოჩენილი ყურადღებისთვის, ქართველი კუდოისტები კი კვლავ გააგრძელებენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უმაღლეს დონეზე წარმოჩენას.
2022 წლოს ივლისში მალტას რესპუბლიკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის ექვსმა ქართველმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა;
?დიმიტრი ბერაია – U13 (– 42 კგ.)
?ლადო აფრასიძე – U16 (-48 )
?გიორგი ჟვანია – U16 (– 58)
? საბა მაქაცარია – U16 (+ 68 )
? ლუკა ნასარიძე – U19 (-240)
? ვასილ დვალაძე – U19 (-260), დვალაძემ ჩემპიონობასთან ერთად კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, ქართველს ტურნირზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.