საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით და სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით,  სამეგრელოში კუდოს კიდევ ერთი კლუბი გაიხსნა. ახლა უკვე, დაინტერესებულებს იაპონურ საბრძოლო ხელოვნება – კუდოში ვარჯიში სენაკში შეუძლიათ.

კუდოს კლუბი სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ბაზაზე ( მისამართი: შოთა რუსთაველი  ქ. #152)  ფუნქციონირებს და კუდოს მწვრთნელი  ილო ცაავა ვარჯიშებს უკვე რეგულარულად ატარებს. კუდოზე ვარჯიში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ შეუძლია.

სენაკელი კუდოისტები  მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს კუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ შეჯიბრებებში, ასევე საუკეთესო შედეგების მქონე კუდოისტებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველო საერთაშორისო ასპრეზზე წარადგინონ, მათ შორის, ისეთ მასშტაბურ ტურნირებზე, როგორიცაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები;

 შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მწვრთნელს, ილო ცაავას 597174708