15 დეკემბერს სპორტკომპლექს “არენაში” კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა.
 ჩემპიონატი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლი “ანეთი” და ქორეოგრაფიული ანსამბლი ” ახალსოფელი” მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა. საქართველოს ჩემპიონატს აგრეთვე ესწრებოდა წარმატებული ქართველი კუდოისტი, მსოფლიო თასის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი რაულ თუთარაული.
საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. უფროსებს შორის ოქროს მედლებს სალომე გველესიანი, ნიკა ხუდოიანი და კოტე ჯანგავაძე დაეუფლნენ.
 შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონატი კუდოში მეორედ ჩატარდა და შეჯიბრში საქართველოში არსებული სხვადასხვა კუდოს კლუბიდან 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს კუდოს ფედერაცია მადლობას უხდის სპორტკომპლექს „არენას“ გენერალურ დირექტორს, გურამ გოგოლაძეს.