ჩანაწერები

საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ძლიერი შემადგენლობით ემზადება. კონტინენტის პირველობა  19 წლამდელებსა და უფროსებს შორის 29 ოქტომბერს, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება. 

2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 6 კუდოისტი დაიცავს. ჩვენს ქვეყანას 4 წარმომადგენელი 19 წლამდელთა შორის ეყოლება, 2 კი უფროსებში.

ქართველი კუდოისტები  ევროპირველობისთვის  არასრული შემადგენლობით თბილისში, კუდოს კლუბ „დავითიანნში“ ვარჯიშობენ. საქართველოს ნაკრების წევრებს საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და კუდოს მწვრთნელი მამუკა შონია ავარჯიშებენ. ევროპის ჩემპიონატისთვის თბილისში ამჟამად 4 კუდოისტი, ვასილ დვალაძე, ლევან დარასელია, თორნიკე  კურტანიძე და გიორგი ჟვანია ემზადებიან. რომეო გაბლაია და სედრაკ კარაპეტიანი კუდოს ნაკრებს უახლოეს მომავალში შემოუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები არიან.  სედრაკ კარაპეტიანი (U19) მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, გიორგი ჟვანია (U16) და ვასილ დვალაძე (U19) ევროპის მოქმედი ჩემპიონები, დვალაძეს 2022  წელს ევროპირველობაზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

კაუნასში ევროპირველობის ფარგლებში, 30 ოქტომბერს გაიმართება მწვრთნელთა  შავი ქამრებისა და დანის მისანიჭებელი საკვალიფიკაციო გამოცდა, სადაც საქართველოდან კუდოს  მწვრთნელები, დავით დუშუაშვილი, რომეო გაბლაია და მამუკა შონია მეორე დანის გამოცდებს ჩააბარებენ.

საქართველოს კუდოს ნაკრები ლიეტუვაში 26 ოქტომბერს გაემგზავრება.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლევან დარასელია – უფროსები, კატეგორია -230

რომეო გაბლაია – უფროსები, კატეგორია -260

გიორგი ჟვანია –  U19, კატეგორია – 240

თორნიკე კურტანიძე – U19, კატეგორია – 230

სედრაკ კარაპეტიან – U19 კატეგორია – 260

ვასილ დვალაძე-  U19,  კატეგორია -270

 

 

 საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით და სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით,  სამეგრელოში კუდოს კიდევ ერთი კლუბი გაიხსნა. ახლა უკვე, დაინტერესებულებს იაპონურ საბრძოლო ხელოვნება – კუდოში ვარჯიში სენაკში შეუძლიათ.

კუდოს კლუბი სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ბაზაზე ( მისამართი: შოთა რუსთაველი  ქ. #152)  ფუნქციონირებს და კუდოს მწვრთნელი  ილო ცაავა ვარჯიშებს უკვე რეგულარულად ატარებს. კუდოზე ვარჯიში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ შეუძლია.

სენაკელი კუდოისტები  მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს კუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ შეჯიბრებებში, ასევე საუკეთესო შედეგების მქონე კუდოისტებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველო საერთაშორისო ასპრეზზე წარადგინონ, მათ შორის, ისეთ მასშტაბურ ტურნირებზე, როგორიცაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები;

 შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მწვრთნელს, ილო ცაავას 597174708

 13 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  სპორტულ კომპლექსში კუდოში  საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატი  სხვადასხვა ასაკის მონაწილეებს შორის  17  კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ასპარეზობდნენ.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ კუდოისტებს შესაბამისი  მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.

წელს კუდოს მსაჯთა ბრიგადას ახალგაზრდა კუდოისტები შეურთდნენ, ლუკა ყოლბაია,  საბა მაქაცარია და სალომე კილასონია, სალომე ქართული კუდოს ისტორიაში პირველი ქალი მსაჯია.

საქართველოს კუდოს ფედერაცია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს.

 13 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  სპორტულ კომპლექსში საქართველოს ჩემპიონატი კუდოში 2022 გაიმართება.  ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის კუდოისტები მიიღებენ. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკის მონაწილეებს შორის  17  კატეგორიაში გაიმართება, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები იასპარეზებენ.

საქართველოს ჩემპიონატი  კუდოში 13 ნოემბერს 11:00 საათიდან დაიწყება. გულშემატკივრებისთვის   დასწრება თავისუფალია.

მისამართი:  ქ. თბილისი,  შატილის ქ. #4

 

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, დღეს  ამბროლაურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კუდოისტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა.

ატესტაცია  ტყიბულისა და ამბროლაურის კუდოისტებს ერთობლივად ჩაუტარდათ. კუდოისტთა გამოცდებს კუდოს მწვრთნელი, პირველი დანის მფლობელი დავით დუშუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მწვრთნელი ლევან კუბლაშვილი ეხმარებოდა.

კუდოისტებმა საატესტაციო პროგრამას თავი წარმატებით გაართვეს და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.

დღეს საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, თბილისსა და ზუგდიდში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კუდოისტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა.
თბილისში ატესტაციას კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი, პირველი დანის მფლობელი დავით ყოლბაია ხელმძღვანელობდა, საგამოცდო პროცესში ჩართული იყო კუდოს მწვრთნელი, ასევე პირველი დანის მფლობელი, მამუკა შონია. ატესტაციას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი დაესწრო.
ზუგდიდში კუდოისტთა გამოცდებს კუდოს მწვრთნელი, პირველი დანის მფლობელი დავით დუშუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მწვრთნელები ლევან კუბლაშვილი, ირაკლი პაპავა, ჯაბა ხარჩილავა და რომეო გაბლაია ეხმარებოდნენ.
კუდოისტებმა საატესტაციო პროგრამას თავი წარმატებით გაართვეს და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.
საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას აგრძელებს, მორიგი ეტაპი ამბროლაურისა და ტყიბულის კუდოს კლუბებში ჩატარდება.

6-დან 6 მედალი, 5 ოქრო და 1 ვერცხლი, – წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კუდოისტებმა მალტაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის;

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან სამ სხვადახვა კატეგორიაში  ექვსმა კუდოისტმა იასპარეზა და ექვსივემ მედალი მოიპოვა;   13 წლამდელთა შორის ჩემპიონი დიმიტრი ბერაია (– 42 კგ.) გახდა. 16 წალდელებში ქართველებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს, ჩემპიონები – ლადო აფრასიძე   (-48 ),  გიორგი ჟვანია  (– 58),   საბა მაქაცარია (+ 68 ) გახდნენ. 19 წლამდელთა შორის ვერცლის მედალი   ლუკა ნასარიძემ  (-240) მოიპოვა, ჩემპიონი კი ვასილ დვალაძე (-260) გახდა, დვალაძემ ჩემპიონობასთან ერთად კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, ქართველს   ტურნირზე საუკეთესოდ ჩატარებული ბრძოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა.

საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით იმყოფება დელეგაციაში ორი მწვრთნელია, დავით დუშუაშვილი და ირაკლი პაპავა.

დავით ყოლბაიამ და დავით დუშუაშვილმა ევროპის ჩემპიონატამდე სპეციალური კურსი გაიარეს და დღეს  ევროპირველობაზე იმსაჯეს.

ქართველი სპორტსმენები  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით წავიდნენ.

საქართველოს კუდოს ფედერაცია ასევე მადლობას უხდის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დეპუტატ გოჩა ენუქიძეს, ამავე ქალაქის კუდოს კლუბ „ავაზას“  მხარდაჭერისთვის.

საქართველოს ნაკრების შედეგი:

?დიმიტრი ბერაია – U13 (– 42 კგ.) 
?ლადო აფრასიძე – U16 (-48 )
?გიორგი ჟვანია – U16 (– 58)
? საბა მაქაცარია – U16 (+ 68 )
? ვასილ დვალაძე – U19 (-260)
? ლუკა ნასარიძე – U19 (-240)
 

1-3 ივლისს მალტას რესპუბლიკის ქალაქ  პემბროკეში კუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ჯუნიორებს შორის.

ევროპირველობაზე საქართველოდან 6 კუდოისტი იასპარეზებს.  საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაციაში ორი მწვრთნელია, დავით დუშუაშვილი და ირაკლი პაპავა. ჩვენი დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით 30 ივნისს გაემგზავრება.

ქართველი სპორტსმენები  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით მიემგზავრებიან. საქართველოს კუდოს ფედერაცია ასევე მადლობას უხდის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დეპუტატ გოჩა ენუქიძეს, ამავე ქალაქის კუდოს კლუბ „ავაზას“ მხარდაჭერისთვის.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

     U13

– 42 კგ. – დიმიტრი ბერაია

     U16

-48 – ლადო აფრასიძე

– 58 – გიორგი ჟვანია

+ 68 – საბა მაქაცარია

     U19

-240 – ლუკა ნასარიძე

-260  – ვასილ დვალაძე

თბილისში, კუდოს კლუბ „დავითიანნში“ ვარჯიში რეგულარულად მიმდინარეობს.  გლდანში მდებარე (ა  მკ/რნ. 136-ე სკოლა) დარბაზში სენსეი მამუკა შონია ვარჯიშს კვირაში სამჯერ ატარებს.  აღნიშნული კლუბის კუდოისტები აქტიურად მონაწილეობენ, როგორც საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით გამართულ, ასევე საერთაშორისო ტურნირებში.

 

ვარჯიშის განრიგი:

სამშაბათი –  17:00 – 18:30 საათი

ხუთშაბათი – 17:00 – 18:30 საათი

შაბათი – 12:00 საათი

გოგა სიჭინავა VS ლუკა აჩბა
ასაკი: 10-11 წელი:
კატეგორია: – 200