დღეს საქართველოს კუდოს ფედერაციაში 2019 წელი შეაჯამეს.
საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და ვიცეპრეზიდენტმა ალექსი ფილფანმა მიმდინარე წლის შედეგებზე კუდოს მწვრთნელებთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სხვადასხვა შეჯიბრი მაღალ დონეზე ჩატარდა და კუდოს მიმართ ინტერესი გაიზარდა, რისი დასტურიც კუდოს კლუბებში სპორტსმენების რაოდენობის გაზრდაა.
დღეს ასევე 2020 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განიხილეს.