საქართველოს კუდოს ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი – ბატონი დავით ხახუტაშვილი გილოცავთ ახალ 2⃣0⃣2⃣0⃣ წელს:
“საქართველოს კუდოს ფედერაციის სახელით, მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით – სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და მათ გულშემატკივრებს! ბედნიერების, სიკეთისა და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი ჩვენი ქვეყნისთვის!
2019 წელი საქართველოს კუდოს ფედერაციისთვის გასულ წლებზე არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა: ჩავატარეთ საგაზაფხულო და საშემოდგომო ატესტაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზება გავუწიეთ ოთხ დიდ ღონისძიებას – აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატებს, საქართველოს თასსა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს. ქართული კუდოს ოჯახს შემოემატა ორი ახალი კლუბი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.
მე კარგად მესმის, რომ ასეთი შედეგები ფედერაციის თითოეული წევრის დაუღალავი მუშაობისა და მონდომების ხარჯზე მიიღწევა. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის. ჩემის მხრივ, არ დავიშურებ ძალისხმევასა და რესურსებს, ქართული კუდოს კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. მჯერა, რომ ერთიანობით, ურთიერთპატივისცემითა და დაუღალავი შრომით მივაღწევთ დასახულ მიზანს და კიდევ მრავალჯერ ავაფრიალებთ ქართულ დროშას!