30 ივნისს, თბილისში, შრომითი რეზერვების დარბაზში, კუდოში საქართველოს თასი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს.
შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდა. უფროს ასაკში ვაჟებს შორის გამარჯვება ნიკა ხუდოიანმა, კოტე ჯანგავაძემ და ნიკა ყულუმბეგაშვილმა მოიპოვეს, გოგოებს შორის კი თასის მფლობელები სალომე გველესიანი და ანანო გურგენიძე გახდნენ.
ამარჯვებულებს, თასები მედლები და სიგელები გადაეცათ.