ჩანაწერები

18 თვიანი პაუზის შედეგ კუდო დაბრუნდა. კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე კუდოში პირველი ტურნირი ჩატარდა.
14 ივლისს ზუგდიდში მდებარე ცენტრალურ სპორტულ კომპლექსი საქართველოს თასი გაიმართა კუდოში.
შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში.
საქართველოს თასი კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ტურნირი საქართველოში არსებული კოვიდ რეგილაციების დაცვით გაიამართა.
30 ივნისს, თბილისში, შრომითი რეზერვების დარბაზში, კუდოში საქართველოს თასი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს.
შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდა. უფროს ასაკში ვაჟებს შორის გამარჯვება ნიკა ხუდოიანმა, კოტე ჯანგავაძემ და ნიკა ყულუმბეგაშვილმა მოიპოვეს, გოგოებს შორის კი თასის მფლობელები სალომე გველესიანი და ანანო გურგენიძე გახდნენ.
ამარჯვებულებს, თასები მედლები და სიგელები გადაეცათ.
30 ივნისს თბილისში, შრომითი რეზერვების დარბაზში (ც. დადიანის #134)კუდოში საქართველოს თასი გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენები მიიღებენ. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართება;
 დღეს კუდოისტებმა წონები ჩააბარეს და საქართველოს თასისთვის ოპტიმალურ ფორმაში იმყოფებიან. საქართველოს თასი კუდოში 10:00 საათიდან დაიწყება.