ჩანაწერები

გოგა სიჭინავა VS ლუკა აჩბა
ასაკი: 10-11 წელი:
კატეგორია: – 200
ნიკოლოზ ჩაკვეტაძე VS დიტო პაპავა
წელი : 10-11
კატეგორია: -180
 
 
 
გიორგი გვაგვალია VS ირაკლი აკოფოვი
წელი: 10-11
კატეგორია: -190

 

 საბა ხეცურიანი VS ლუკა ბოკუჩავა

ასაკი: 10-11 წელი

კატეგორია: -180

19 დეკემბერს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა კუდოში. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ „განთიადში“ გამართულ ტურნირზე 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები გოგოებსა და ბიჭებს შორის, სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს საქართველოს კუდოს ფედერაციამ თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
საქართველოს ჩემპიონებისგან ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება და 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
?? საქართველოს კუდოს ფედერაცია გილოცავთ ახალ წელს!
??გამარჯვებებით სავსე წელს გისურვებთ
15 დეკემბერს, სპორტკომპლექს “არენაში” საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება.
ჩემპიონატში მონაწილეობას 100-ზე მეტი კუდოისტი მიიღებს. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდება. გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდებიან.
 ჩემპიონატი საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის სრული მხარდაჭერით იმართება. შეგახსენებთ, საქართველოში კუდოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, დავით ხახუტაშვილი კუდოს ფედერაციას და ნებისმიერ ღონისძიებას ამ სახეობაში პირადი სახსრებით აფინანსებს.
საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ატესტაციის მორიგი ეტაპი დასრულდა.
20 ოქტობერს თბილისის 136-ე საჯარო სკოლის სპორტდარბაზში დედაქალაქში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა წარმატებით გაიარეს ატესტაცია
კუდოისტებს შესაბამისი თანრიგი და ქამრების ტარების უფლება მიენიჭათ. საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას წელიწადში ორჯერ ატარებს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე.