19 დეკემბერს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა კუდოში. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ „განთიადში“ გამართულ ტურნირზე 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები გოგოებსა და ბიჭებს შორის, სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს საქართველოს კუდოს ფედერაციამ თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
საქართველოს ჩემპიონებისგან ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება და 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.