15 დეკემბერს, სპორტკომპლექს “არენაში” საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება.
ჩემპიონატში მონაწილეობას 100-ზე მეტი კუდოისტი მიიღებს. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდება. გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდებიან.
 ჩემპიონატი საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის სრული მხარდაჭერით იმართება. შეგახსენებთ, საქართველოში კუდოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, დავით ხახუტაშვილი კუდოს ფედერაციას და ნებისმიერ ღონისძიებას ამ სახეობაში პირადი სახსრებით აფინანსებს.