ჩანაწერები

 13 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის  სპორტულ კომპლექსში საქართველოს ჩემპიონატი კუდოში 2022 გაიმართება.  ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის კუდოისტები მიიღებენ. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკის მონაწილეებს შორის  17  კატეგორიაში გაიმართება, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები იასპარეზებენ.

საქართველოს ჩემპიონატი  კუდოში 13 ნოემბერს 11:00 საათიდან დაიწყება. გულშემატკივრებისთვის   დასწრება თავისუფალია.

მისამართი:  ქ. თბილისი,  შატილის ქ. #4

 

სამველ კაზარიანი VS ანდრო ქუთელია 

ასაკი: 12-13 წელი

კატეგორია: – 200

 

 

19 დეკემბერს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა კუდოში. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ „განთიადში“ გამართულ ტურნირზე 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები გოგოებსა და ბიჭებს შორის, სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს საქართველოს კუდოს ფედერაციამ თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
საქართველოს ჩემპიონებისგან ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება და 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
15 დეკემბერს სპორტკომპლექს “არენაში” კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა.
 ჩემპიონატი საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლი “ანეთი” და ქორეოგრაფიული ანსამბლი ” ახალსოფელი” მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა. საქართველოს ჩემპიონატს აგრეთვე ესწრებოდა წარმატებული ქართველი კუდოისტი, მსოფლიო თასის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი რაულ თუთარაული.
საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. უფროსებს შორის ოქროს მედლებს სალომე გველესიანი, ნიკა ხუდოიანი და კოტე ჯანგავაძე დაეუფლნენ.
 შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონატი კუდოში მეორედ ჩატარდა და შეჯიბრში საქართველოში არსებული სხვადასხვა კუდოს კლუბიდან 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს კუდოს ფედერაცია მადლობას უხდის სპორტკომპლექს „არენას“ გენერალურ დირექტორს, გურამ გოგოლაძეს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
15 დეკემბერს, სპორტკომპლექს “არენაში” საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება.
ჩემპიონატში მონაწილეობას 100-ზე მეტი კუდოისტი მიიღებს. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდება. გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდებიან.
 ჩემპიონატი საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის სრული მხარდაჭერით იმართება. შეგახსენებთ, საქართველოში კუდოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, დავით ხახუტაშვილი კუდოს ფედერაციას და ნებისმიერ ღონისძიებას ამ სახეობაში პირადი სახსრებით აფინანსებს.