საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ატესტაციის მორიგი ეტაპი დაიწყო.
 დღეს ამბროლაურის სპორტსკოლაში ატესტაცია ამბროლაურის კუდოს კლუბ “ავაზას” 15-მა და ტყიბულის კლუბ “სამურაის” 11-მა კუდოისტმა წარმატებით გაიარა.
 კუდოისტებს შესაბამისი თანრიგი და ქამრების ტარების უფლება მიენიჭათ.  საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას წელიწადში ორჯერ ატარებს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 13 ოქტომბერს თანრიგის მოსაპოვებლად ზუგდიდისა და წალენჯიხის კუდოისტები იბრძოლებენ.