დღეს საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, თბილისსა და ზუგდიდში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კუდოისტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა.
თბილისში ატესტაციას კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი, პირველი დანის მფლობელი დავით ყოლბაია ხელმძღვანელობდა, საგამოცდო პროცესში ჩართული იყო კუდოს მწვრთნელი, ასევე პირველი დანის მფლობელი, მამუკა შონია. ატესტაციას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი დაესწრო.
ზუგდიდში კუდოისტთა გამოცდებს კუდოს მწვრთნელი, პირველი დანის მფლობელი დავით დუშუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მწვრთნელები ლევან კუბლაშვილი, ირაკლი პაპავა, ჯაბა ხარჩილავა და რომეო გაბლაია ეხმარებოდნენ.
კუდოისტებმა საატესტაციო პროგრამას თავი წარმატებით გაართვეს და შესაბამისი თანრიგი მიენიჭათ.
საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას აგრძელებს, მორიგი ეტაპი ამბროლაურისა და ტყიბულის კუდოს კლუბებში ჩატარდება.