საქართველოს კუდოს ფედერაციის მებრძოლები დღეს ინდოეთში გაემგზავრნენ. ქართველები 10–12 თებერვალს   კუდოს მსოფლიო თასზე იასპარეზებენ.  სპორტსმენები საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა გააცილა და წარმატება უსურვა.

კუდოს მსოფლიო თასზე 3 ქარველი კუდოისტს იასპარეზებს.  პირველობის მოსაპოვებლად, ასლან ორუჯევი, რაულ თუთარაული და სოსო ნიჟარაძე იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის შეჯიბრში ქართველი კუდოისტები პირველად არ მონაწილეობენ.  2016 წლის ოქტომბერში საქართველოს კუდოს ნაკრებმა რუსეთში გამართულ კუდო ჩელენჯზე  წარმატებით იასპარეზა.

შეგახსენებთ , რომ კუდოს II მსოფლიო თასი ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ჩატარდება. თითოეულ საშეჯიბრო კატეგორიაში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომლებსაც საერთაშორისო ფედერაციისგან მედლები და დიპლომები გადაეცემათ, აგრეთვე მოიპოვებენ ლიცენზიებს სხვა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად.

Tutarauli-Nizharadze-Orudzhev-Kudo-World-Cup-2017

საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენები კუდოს მე–2 მსოფლიო თასზე იასპარეზებენ. ტურნირი 10–დან 12 თებერვლის ჩათვლით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ჩატარდება და მასში საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს სამი სპორტსმენი: ასლან ორუჯევი, რაულ თუთარაული და სოსო ნიჟარაძე. ისინი მწვრთნელებთან ერთად ინდოეთში 8 თებერვალს გაემგზავრებიან.

2017 წლის მსოფლიო თასის ორგანიზატორია ინდოეთის კუდოს ფედერაცია. თითოეულ საშეჯიბრო კატეგორიაში განსაზღვრულია ოთხი საპრიზო ადგილი. გამარჯვებულებს კუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან მედლები და დიპლომები გადაეცემათ, აგრეთვე მოიპოვებენ სხვა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ლიცენზიებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირში მონაწილეობა საქართველოს კუდოს ფედერაციისთვის პირველი არ არის: 2016 წლის ოქტომბერში ფედერაციის გუნდმა რუსეთში გამართულ „კუდო ჩელენჯის“ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და წარმატებასაც მიაღწია – ასლან ორუჯევმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

kolkheti-cup-fight-georgia-armenia

28 იანვარს, თბილისში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირის „კოლხეთის თასის“ ფინალური ეტაპი გაიმართა. ორთაბრძოლები K1–ის წესებით წარიმართა და გამარჯვებული ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის შესარჩევი ეტაპი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების სპონსორი  საქართველოს კუდოს ფედერაცია იყო, ორგანიზატორები კი  ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაცია (WFCA ვერსიით) და კონტაქტური კარატეს ფედერაცია. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა.

შეჯიბრზე  საქართველოს კუდოს ფედრაციის  მწვრთნელი  ამირან სახოკია ასპარეზობდა, თუმცა ნახევარფინალურ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა გიორგი ხუფენიამ, 70 კილოგრამში კი – ოთარ გოგობერიშვილმა მოიპოვეს. გამარჯვებულებს წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მიულოცა. ფინალური შეხვედრების გარდა, ტურნირმა სარეიტინგო ორთაბრძოლებსაც უმასპინძლა. საერთო ჯამში ძიუდოს აკადემიაში 11 ბრძოლა გაიმართა.

„კოლხეთის თასის“ საერთაშორისო ტურნირი 2015 წელს დაარსდა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტურნირის გამარჯვებულებს სხვა საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობის ლიცენზიები ენიჭებათ და ჯილდოდ ფულადი პრიზები გადაეცემათ.

amiran-saxokia-kickboxing-kolkheti-cup-tournament

საქართველოს კუდოს ფედერაციის მწვრთნელი  ამირან სახოკია კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე  „კოლხეთის თასზე“ იბრძოლებს. სახოკია პირველობის მოპოვებას 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება.

ამირან სახოკია 1982 წლის 5 ივნისს დაიბადა. პროფესიონალურ რინგზე K1–ის წესებით  20 ბრძოლა აქვს  ჩატარებული, აქედან 16-ჯერ გაიმარჯვა, მათ შორის 7-ჯერ  ნოკაუტით. 2007 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში (მოყვარულთა შორის). აგრეთვე არის რაიონული, რეგიონული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორი და ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ „კოლხეთის თასის“ ფინალური ღონისძიება 28 იანვარს თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში (თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5) ჩატარდება. K1–ის წესებით ბრძოლაში ერთმანეთს რვა სპორტსმენი დაუპირისპირდება. გამარჯვებული ორ წონით კატეგორიაში (65 და 70კგ) გამოვლინდება.

„კოლხეთის თასის“ ორგანიზატორები არიან ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაცია WFCA ვერსიით და კონტაქტური კარატეს ფედერაცია, სპონსორი კი – საქართველოს კუდოს ფედერაცია. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

federaciis-wevrebma-sakvalifikacio-atestacia-chaabares

15 იანვარს თბილისში დასრულდა ერთკვირიანი სემინარი ქართველი კუდოისტებისთვის, რომელსაც  მოწვეული ინსტრუქტორი, შავი ქამრის მფლობელი დენის სინიუტინი უძღვებოდა. სემინარის დასრულების შემდეგ მან საქართველოს კუდოს ფედერაციის წევრებს ატესტაცია ჩაუტარა და შესაბამისი დონის თანრიგები მიანიჭა.

სემინარები სპორტულ კლუბ „ფიტნეს 31–ში“ ჩატარდა, რომელიც საბრძოლო ხელოვნება „კუდოს“ შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. პირველ დღეს ქართველ კუდოისტებთან ერთად იაპონელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში სატოში იშიმაც ივარჯიშა. სპორტსმენებთან ერთად მასტერკლასებს  ფედერაციის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

სემინარის დასრულების შემდეგ, კუდოს წესების შესაბამისად, საკვალიფიკაციო ატესტაცია ჩატარდა. დენის სინიუტინმა თითოეული სპორტსმენის მომზადების დონე ინდივიდუალურად შეამოწმა და მათ შესაბამისი დონის თანრიგები „კიუები“ მიანიჭა.

დენის სინიუტინის თქმით, ქართველი სპორტსმენები ფიზიკურად და მორალურად ძალიან ძლიერები არიან, კუდო ძალიან მრავალფეროვანი ორთაბრძოლაა, თუმცა იმას, რასაც ქართველი მებრძოლები ფლობენ, გაკვეთილზე ვერ ასწავლი. ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა.

ჩატარებული მასტერკლასის შესახებ პატარ მებძოლმა ისაუბრა:

„კუდოში ვარჯიში ერთი თვის წინ დავიწყე. მე–8 კიუ მომენიჭა და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა თანრიგოსანი ვარ“, – განაცხადა 11 წლის გიორგი კვიციანმა.

აღსანიშნავია, რომ ეს სემინარი ქართველი მებრძოლებისთვის პირველი არ ყოფილა. შარშან თბილისში  რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი  რომან ანაშკინი, ვიცეპრეზიდენტი ვლადიმირ ზორინი და მთავარი მწვრთნელი ანატოლი ფილიპოვი იმყოფებოდნენ. მათ ქართველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ორკვირიანი მასტერკლასი ჩაატარეს. საქართველოს კუდოს ფედერაცია სპორტსმენების გადამზადების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

denis-sinutin-tbilisi-georgian-kudo-fighters

დღეს  9 იანვარს, საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენებისათვის გადამზადების ერთკვირიანი სემინარი დაიწყო. კურსს უძღვება გამოცდილი ინსტრუქტორი, შავი ქამრის მფლობელი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი კუდოში  დენის სინიუტინი, რომელიც თბილისში საქართველოს კუდოს ფედერაციის მოწვევით იმყოფება. ქართველი მებრძოლებისთვის იგი ერთკვირიან მასტერკლასს ჩაატარებს.

სემინარები სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” (ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181) მიმდინარეობს. გადამზადების კურსი ერთკვირიანია და ორჯერად ვარჯიშებს მოიცავს. პირველ დღეს დენის სინიუტინმა ქართველ მებრძოლებს კუდოს შესახებ საბაზისო, თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარა.

დენის სინიუტინი 1981 წლის 28 სექტემბერს დაიბადა. კუდოში 1995 წლიდან ვარჯიშობს. არის რუსეთის მრავალგზის ჩემპიონი, ლიტვისა და ესტონეთის ღია ტურნირების ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი. მინიჭებული აქვს მეოთხე დანი და ფლობს შავ ქამარს. არის რუსეთის კუდოს ფედერაციის წევრი და სპორტულ კლუბ “დოძიოს” ხელმძღვანელი. სამწვრთნელო საქმიანობას 2000 წლიდან ეწევა.

denis-sinjutin-kudo-fighter

საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენები გადამზადების კიდევ ერთ კურსს გაივლიან. ამჯერად მათთვის ერთკვირიან სემინარს ჩაატარებს გამოცდილი ინსტრუქტორი, სპორტის ოსტატი კუდოში, შავი ქამრის მფლობელი დენის სინიუტინი, რომელიც თბილისს საქართველოს კუდოს ფედერაციის მოწვევით ესტუმრება. ვარჯიშები 9–დან 15 იანვრის ჩათვლით, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” (ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181) ჩატარდება.

სემინარის ფარგლებში სპორტსმენები  თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს გაივლიან საბრძოლო ხელოვნება კუდოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სეინარი  ქართველ სპორტსმენებს აამდე ჩაუტარდათ.  2016 წელს თბილისში  რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი რომან ანაშკინი, ვიცეპრეზიდენტი ვლადიმირ ზორინი და მთავარი მწვრთნელი ანატოლი ფილიპოვი იმოფებოდნენ. მათ ქართველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ორკვირიანი მასტერკლასი ჩაატარეს.

დენის სინიუტინი 1981 წლის 28 სექტემბერს დაიბადა. კუდოში ვარჯიში 1995 წლიდან დაიწყო. არის რუსეთის მრავალგზის ჩემპიონი, ლიტვისა და ესტონეთის ღია ტურნირების ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი. მინიჭებული აქვს მეოთხე დანი და ფლობს შავ ქამარს. არის რუსეთის კუდოს ფედერაციის წევრი და სპორტულ კლუბ “დოძიოს” ხელმძღვანელი. სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა 2000 წლიდან.

azuma-takashi-new-york-seminari

საბრძოლო ხელოვნება კუდოს დამფუძნებელი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, გრანდმასტერი აზუმა ტაკაში 2 იანვარს აშშ–ს ეწვევა. აზუმა ტაკაში ამერიკელი და კანადელი სპორტსმენებისათვის სემინარს ჩაატარებს.

ერთდღიანი სემინარი ნიუ–იორკში გაიმართება. კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, სემინარი 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათზე დასრულდება. მასში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

ვიზიტის ფარგლებში, აზუმა ტაკაში სარეიტინგო გამოცდასაც ჩაატარებს ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელებისა და სპორტსმენებისათვის. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კანადელი და ამერიკელი სპორტსმენები კუდოს იერარქიულ სტრუქტურაში შესაბამის პოზიციას დაიკავებენ.

qartveli-sportsmenebis-gadamzadeba-ucxoeli-instruqtorebis-mier

საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენებმა გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. სემინარს უძღვებოდნენ რუსეთის კუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც  თბილისში სპეციალურად საქართველოს კუდოს ფედერაციის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სწავლება 12–დან 20 აგვისტოს ჩათვლით, ფიტნეს–ცენტრ “ფიტნეს 31–ში” ჩატარდა.  გადამზადების  კურსს რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი  რომან ანაშკინი, ვიცეპრეზიდენტი ვლადიმირ ზორინი და მთავარი მწვრთნელი ანატოლი ფილიპოვი ხელმძღვალებდნენ. გადამზადების პროცესს  საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი  დავით ხახუტაშვილი და ვიცეპრეზიდენტი  ალექსი ფილფანი დაესწრნენ.

სწავლების ფარგლებში, ქართველმა სპორტსმენებმა აითვისეს თეორიული და პრაქტიკული მასალა კუდოს საბრძოლო ხელოვნების შესახებ. აგრეთვე, განისაზღვრა სამომავლო გეგმები და გადაწყდა, რომ ქართველი მებრძოლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მსგავსი ტიპის სემინარები  მომავალში რეგულარულად ჩატარდება.

kudos-varjishebi-saqartveloshi

საქართველოს კუდოს ფედერაციამ დაფუძნებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა სპორტული სექციების გასახსნელად. ამ დროისათვის თბილისში უკვე ფუნქციონირებს ოთხი სპორტული დარბაზი. ზუგდიდში, ტყიბულსა და ამბროლაურში კი დაწყებულია სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

ვარჯიშებს უძღვებიან ინსტრუქტორები, რომლებსაც მდიდარი სპორტული და სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნიათ ორთაბრძოლის სხვა სახეობებში. კუდოში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იგეგმება მათი გადამზადება უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, აგრეთვე გაგზავნა სამწვრთნელო შეკრებებსა და შეჯიბრებზე.

საბრძოლო ხელოვნება კუდო, იაპონური ორთაბრძოლების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მისი, როგორც ცალკეული სპორტის სახეობის დებიუტი 1981 წელს შედგა და დღეს მსოფლიოს სამოცზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოს კუდოს ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიცირებული წევრია.