Entries by

LIVE: საქართველოს კუდოს ეროვნული ნაკრების წევრი M-1 Challenge-ს ტურნირზე მონაწილეობს

მოსკოვის ოლიპიურ სტადიონზე შერეული ორთაბრძოლების (MMA) ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ტურნირი  M-1 Challenge მიმდინარეობს, სადაც საქართველოს კუდოს  ეროვნული ნაკრების წევრი და მსოფლიო თასის მფლობელი კუდოში, რაულ თუთარაული მონაწილეობს. ქართველი  სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად რუს დამირ ისმაგულოვს დაუპირისპირდება.  ტურნირს პირდაპირი ეთერის საშუალებით, მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი:

საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი ახალ წელს გილოცავთ

საქართველოს კუდოს ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი  ბატონი დავით ხახუტაშვილი ფედერაციის გუნდს, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს დამდეგ ახალ წელს გილოცავთ.  “საქართველოს კუდოს ფედერაციის წევრებს, სპორტსმენებს და გულშემატკივრებს ვულოცავ ახალი წლის შემობრძანებას! მშვიდობის, სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2018 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! გასული 2017 წელი გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ფედერაციისთვის. მივიღეთ აღიარება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა […]

საქართველოში კუდოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ კუდოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი  საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩარატრდა. ჩემპიონატის მხარდამჭრები იყვნენ, კომპანია „ენერგო ინვესტი“, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდი და სავაჭრო კომპანია „ქართული სახლი“. კუდოს ეროვნული ფედერაციის ორწლიანი არსებობის განმავლობაში, საქართველოში  ჩემპიონატი კუდოში […]

ქართველმა კუდოისტებმა ატესტაცია წარმატებით გაიარეს [ფოტო]

მიმდინარე წლის 23–25 ივნისს, საქართველოს კუდოს ფედერაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტსმენთა ატესტაცია ჩაატარა. გამოცდას თავი წარმატებითასზე მეტმა კუდოისტმა გაართვა. მათ შესაბამისი თანრიგის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ქამრები პირადად ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა და ვიცეპრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა გადასცეს. ატესტაციის მიმდინარეობას საქართველოს კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინსტრუქტორი  დავით ყოლბაია ხელმძღვანელობდა, რომელიც სპეციალურად ამისთვის  ჩამოვიდა საქართველოში. სპორტსმენთა […]

საქართველოს კუდოს ფედერაციამ სპორტის სამინისტროსგან აღიარება მოიპოვა

საქართველოს კუდოს ფედერაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რის  საფუძველზე ფედერაცია სამინისტროსგან გარკვეული შეღავათებითა და პრიორიტეტებით ისარგებლებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს“ რიგით მე-10 სხდომა მიმდინარე წლის პირველ მაისს ჩატარდა. საბჭოს წევრებმა მინისტრის ხელმძღვანელობით, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე განიხილეს აღიარების მსურველი ფედერაციების განცხადებები, თითოეული მათგანის მიერ მომზადებული საქმიანობის […]

ქართველი კუდოისტების წარმატება კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე

27–28 მაისს თბილისში, გლდანის სპორტულ კომპლექსში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაცია იყო, მხარდამჭერები კი – საქართველოს კუდოს ფედერაცია და სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“. ორთაბრძოლები K-1–ის წესებით მიმდინარეობდა. შეჯიბრში საქართველოდან და მეზობელი სახელმწიფოებიდან  200–ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.  ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენებმა. პირველი ადგილი  მარი ნანავამ, კონსტანტინე ჯანგავაძემ, […]

ახალსოფელში ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის“ ორგანიზებითა და საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი  სახალხო დღესასწაულ „სამებობა 2017-ის” ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლებმა მიიღეს. ვეტერან მოჭიდავეებთან ერთად ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის […]

კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით ახალსოფელში ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელი ქართული ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრი 18 აპრილს, „სამებობის“ დღესასწაულზე გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა. მოჭიდავეები რვა წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს ორგანიზატორისგან ფულადი პრიზები გადაეცემათ. ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები სპორტის სამინისტროდან და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციიდან, აგრეთვე […]

კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა

კუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ხახუტაშვილმა საქართველოს კუდოს ფედერაციის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია 19 თებერვალს, სპორტულ კლუბ „ფიტნეს 31-ში” გაიმართა. ღონისძიებას ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათ შორის შერეული ორთაბრძოლების ტიტულოვანი სპორტსმენი  კარიმ ბარკალაევი. დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა მიმართა. მან საქართველოში საბრძოლო ხელოვნება კუდოს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და სპორტსმენებს ფედერაციის […]