Entries by

აზუმას თბილისში ვიზიტს რუსეთის კუდოს ფედერაცია გამოეხმაურა

რუსეთის კუდოს ფედერაცია ტაკაში აზუმას თბილისში ვიზიტს ეხმაურება და საკუთარ ვებ–გვერდზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ: „აზუმა ტაკაშის პირველი სემინარი თბილისში“ 15 თებერვალს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, კუდოს ახლად ჩამოყალიბებულ ფედერაციაში პირველი სემინარი გაიმართა. სემინარს უძღვებოდა საბრძოლო ხელოვნება „კუდოს“ დამფუძნებელი, გრანდ–მასტერი ტაკაში აზუმა. აზუმა, კოლეგებთან ერთად საქართველოში პირდაპირ მუმბაიდან (ინდოეთი) გაემგზავრა, სადაც 10–12 თებერვალს […]

ქართველი სპორტსმენების ტრიუმფი კუდოს მსოფლიო თასზე

ინდოეთში მიმდინარე კუდოს II მსოფლიო თასზე ქართველმა მებრძოლებმა წარმატებით იასპარეზეს და სამი საშეჯიბრო კატეგორიიდან ორში მედალი მოიპოვეს. რაულ თუთარაული ჩემპიონი გახდა, ასლან ორუჯევმა კი მესამე ადგილი დაიკავა. თუთარაულმა პირველ შეხვედრაში მონღოლი მოწინააღმდეგედაამარცხა. შემდეგ კი იაპონიისა და რუსეთის წარმომადგენლებსაც აჯობა  და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. ასლან ორუჯევმა შრი-ლანკელ მეტოქესთან სუფთა გამარჯვება (იპონი) მოიპოვა, უკრაინელი მოწინააღმდეგეც დაამარცხა […]

კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი თბილისს ეწვევა

საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, საბრძოლო ხელოვნება კუდოს დამაარსებელი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, გრანდმასტერი ტაკაში აზუმა თბილისს ესტუმრება. ტაკაში აზუმა  ქართველი კუდოისტებისთვის მასტერკლასსა და ატესტაციას ჩაატარებს. აზუმა თბილისს 14 თებერვალს ეწვევა. მასთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ კუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები იაპონიიდან და რუსეთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი რომან ანაშკინი. სტუმებთან ერთად საქართველოში დაბრუნდება საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ხახუტაშვილი, […]

ქართველი კუდოისტები ინდოეთში გაემგზავრნენ

საქართველოს კუდოს ფედერაციის მებრძოლები დღეს ინდოეთში გაემგზავრნენ. ქართველები 10–12 თებერვალს   კუდოს მსოფლიო თასზე იასპარეზებენ.  სპორტსმენები საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ალექსი ფილფანმა გააცილა და წარმატება უსურვა. კუდოს მსოფლიო თასზე 3 ქარველი კუდოისტს იასპარეზებს.  პირველობის მოსაპოვებლად, ასლან ორუჯევი, რაულ თუთარაული და სოსო ნიჟარაძე იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის შეჯიბრში ქართველი კუდოისტები პირველად არ მონაწილეობენ.  2016 წლის ოქტომბერში […]

ქართველი მებრძოლები კუდოს მსოფლიო თასზე იასპარეზებენ

საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენები კუდოს მე–2 მსოფლიო თასზე იასპარეზებენ. ტურნირი 10–დან 12 თებერვლის ჩათვლით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ჩატარდება და მასში საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს სამი სპორტსმენი: ასლან ორუჯევი, რაულ თუთარაული და სოსო ნიჟარაძე. ისინი მწვრთნელებთან ერთად ინდოეთში 8 თებერვალს გაემგზავრებიან. 2017 წლის მსოფლიო თასის ორგანიზატორია ინდოეთის კუდოს ფედერაცია. თითოეულ საშეჯიბრო […]

ძიუდოს აკადემიაში „კოლხეთის თასის“ ფინალი ჩატარდა

28 იანვარს, თბილისში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირის „კოლხეთის თასის“ ფინალური ეტაპი გაიმართა. ორთაბრძოლები K1–ის წესებით წარიმართა და გამარჯვებული ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის შესარჩევი ეტაპი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების სპონსორი  საქართველოს კუდოს ფედერაცია იყო, ორგანიზატორები კი  ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაცია (WFCA ვერსიით) და კონტაქტური კარატეს ფედერაცია. ტურნირის საპრიზო […]

კუდოს ფედერაციის მწვრთნელი ამირან სახოკია „კოლხეთის თასზე“ იბრძოლებს

საქართველოს კუდოს ფედერაციის მწვრთნელი  ამირან სახოკია კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე  „კოლხეთის თასზე“ იბრძოლებს. სახოკია პირველობის მოპოვებას 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება. ამირან სახოკია 1982 წლის 5 ივნისს დაიბადა. პროფესიონალურ რინგზე K1–ის წესებით  20 ბრძოლა აქვს  ჩატარებული, აქედან 16-ჯერ გაიმარჯვა, მათ შორის 7-ჯერ  ნოკაუტით. 2007 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში (მოყვარულთა შორის). აგრეთვე არის რაიონული, რეგიონული და […]

ფედერაციის წევრებმა კუდოს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს

15 იანვარს თბილისში დასრულდა ერთკვირიანი სემინარი ქართველი კუდოისტებისთვის, რომელსაც  მოწვეული ინსტრუქტორი, შავი ქამრის მფლობელი დენის სინიუტინი უძღვებოდა. სემინარის დასრულების შემდეგ მან საქართველოს კუდოს ფედერაციის წევრებს ატესტაცია ჩაუტარა და შესაბამისი დონის თანრიგები მიანიჭა. სემინარები სპორტულ კლუბ „ფიტნეს 31–ში“ ჩატარდა, რომელიც საბრძოლო ხელოვნება „კუდოს“ შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. პირველ დღეს ქართველ კუდოისტებთან ერთად იაპონელმა ოლიმპიურმა […]