Entries by

ქართველი კუდოისტებისათვის ერთკვირიანი სემინარი დაიწყო

დღეს  9 იანვარს, საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენებისათვის გადამზადების ერთკვირიანი სემინარი დაიწყო. კურსს უძღვება გამოცდილი ინსტრუქტორი, შავი ქამრის მფლობელი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი კუდოში  დენის სინიუტინი, რომელიც თბილისში საქართველოს კუდოს ფედერაციის მოწვევით იმყოფება. ქართველი მებრძოლებისთვის იგი ერთკვირიან მასტერკლასს ჩაატარებს. სემინარები სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” (ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181) მიმდინარეობს. გადამზადების კურსი ერთკვირიანია და ორჯერად ვარჯიშებს მოიცავს. პირველ […]

ქართველი კუდოისტები გადამზადების კურსს გაივლიან

საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენები გადამზადების კიდევ ერთ კურსს გაივლიან. ამჯერად მათთვის ერთკვირიან სემინარს ჩაატარებს გამოცდილი ინსტრუქტორი, სპორტის ოსტატი კუდოში, შავი ქამრის მფლობელი დენის სინიუტინი, რომელიც თბილისს საქართველოს კუდოს ფედერაციის მოწვევით ესტუმრება. ვარჯიშები 9–დან 15 იანვრის ჩათვლით, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” (ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181) ჩატარდება. სემინარის ფარგლებში სპორტსმენები  თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს გაივლიან საბრძოლო ხელოვნება […]

კუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ნიუ–იორკში სემინარს ჩაატარებს

საბრძოლო ხელოვნება კუდოს დამფუძნებელი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, გრანდმასტერი აზუმა ტაკაში 2 იანვარს აშშ–ს ეწვევა. აზუმა ტაკაში ამერიკელი და კანადელი სპორტსმენებისათვის სემინარს ჩაატარებს. ერთდღიანი სემინარი ნიუ–იორკში გაიმართება. კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, სემინარი 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათზე დასრულდება. მასში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. ვიზიტის ფარგლებში, აზუმა ტაკაში სარეიტინგო გამოცდასაც ჩაატარებს ადგილობრივი წარმომადგენლობის […]

უცხოელმა ინსტრუქტორებმა ქართველი სპორტსმენები გადაამზადეს

საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენებმა გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. სემინარს უძღვებოდნენ რუსეთის კუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც  თბილისში სპეციალურად საქართველოს კუდოს ფედერაციის მოწვევით ჩამოვიდნენ. სწავლება 12–დან 20 აგვისტოს ჩათვლით, ფიტნეს–ცენტრ “ფიტნეს 31–ში” ჩატარდა.  გადამზადების  კურსს რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი  რომან ანაშკინი, ვიცეპრეზიდენტი ვლადიმირ ზორინი და მთავარი მწვრთნელი ანატოლი ფილიპოვი ხელმძღვალებდნენ. გადამზადების პროცესს  საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი  დავით […]

კუდოს ფედერაცია საქართველოს მასშტაბით სპორტულ სექციებს ხსნის

საქართველოს კუდოს ფედერაციამ დაფუძნებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა სპორტული სექციების გასახსნელად. ამ დროისათვის თბილისში უკვე ფუნქციონირებს ოთხი სპორტული დარბაზი. ზუგდიდში, ტყიბულსა და ამბროლაურში კი დაწყებულია სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ვარჯიშებს უძღვებიან ინსტრუქტორები, რომლებსაც მდიდარი სპორტული და სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნიათ ორთაბრძოლის სხვა სახეობებში. კუდოში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იგეგმება მათი გადამზადება უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, აგრეთვე გაგზავნა სამწვრთნელო შეკრებებსა და […]

საქართველოში კუდოს ეროვნული ფედერაცია ჩამოყალიბდა

2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოში იაპონური საბრძოლო ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის – კუდოს ეროვნული ფედერაცია ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ დაფუძნებამდე გუნდს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცედურების გავლა მოუწია: ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი – ბატონი დავით ხახუტაშვილი იაპონიაში, კუდოს ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს – აზუმა ტაკაშის შეხვდა და მისგან საერთაშორისო ფედერაციის წევრობის დამადასტურებელი […]