azuma-takashi-new-york-seminari

საბრძოლო ხელოვნება კუდოს დამფუძნებელი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, გრანდმასტერი აზუმა ტაკაში 2 იანვარს აშშ–ს ეწვევა. აზუმა ტაკაში ამერიკელი და კანადელი სპორტსმენებისათვის სემინარს ჩაატარებს.

ერთდღიანი სემინარი ნიუ–იორკში გაიმართება. კუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, სემინარი 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათზე დასრულდება. მასში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

ვიზიტის ფარგლებში, აზუმა ტაკაში სარეიტინგო გამოცდასაც ჩაატარებს ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელებისა და სპორტსმენებისათვის. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კანადელი და ამერიკელი სპორტსმენები კუდოს იერარქიულ სტრუქტურაში შესაბამის პოზიციას დაიკავებენ.