kudos-varjishebi-saqartveloshi

საქართველოს კუდოს ფედერაციამ დაფუძნებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა სპორტული სექციების გასახსნელად. ამ დროისათვის თბილისში უკვე ფუნქციონირებს ოთხი სპორტული დარბაზი. ზუგდიდში, ტყიბულსა და ამბროლაურში კი დაწყებულია სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

ვარჯიშებს უძღვებიან ინსტრუქტორები, რომლებსაც მდიდარი სპორტული და სამწვრთნელო გამოცდილება გააჩნიათ ორთაბრძოლის სხვა სახეობებში. კუდოში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იგეგმება მათი გადამზადება უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, აგრეთვე გაგზავნა სამწვრთნელო შეკრებებსა და შეჯიბრებზე.

საბრძოლო ხელოვნება კუდო, იაპონური ორთაბრძოლების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მისი, როგორც ცალკეული სპორტის სახეობის დებიუტი 1981 წელს შედგა და დღეს მსოფლიოს სამოცზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოს კუდოს ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიცირებული წევრია.