qartveli-sportsmenebis-gadamzadeba-ucxoeli-instruqtorebis-mier

საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენებმა გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. სემინარს უძღვებოდნენ რუსეთის კუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც  თბილისში სპეციალურად საქართველოს კუდოს ფედერაციის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სწავლება 12–დან 20 აგვისტოს ჩათვლით, ფიტნეს–ცენტრ “ფიტნეს 31–ში” ჩატარდა.  გადამზადების  კურსს რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი  რომან ანაშკინი, ვიცეპრეზიდენტი ვლადიმირ ზორინი და მთავარი მწვრთნელი ანატოლი ფილიპოვი ხელმძღვალებდნენ. გადამზადების პროცესს  საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი  დავით ხახუტაშვილი და ვიცეპრეზიდენტი  ალექსი ფილფანი დაესწრნენ.

სწავლების ფარგლებში, ქართველმა სპორტსმენებმა აითვისეს თეორიული და პრაქტიკული მასალა კუდოს საბრძოლო ხელოვნების შესახებ. აგრეთვე, განისაზღვრა სამომავლო გეგმები და გადაწყდა, რომ ქართველი მებრძოლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მსგავსი ტიპის სემინარები  მომავალში რეგულარულად ჩატარდება.