denis-sinjutin-kudo-fighter

საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენები გადამზადების კიდევ ერთ კურსს გაივლიან. ამჯერად მათთვის ერთკვირიან სემინარს ჩაატარებს გამოცდილი ინსტრუქტორი, სპორტის ოსტატი კუდოში, შავი ქამრის მფლობელი დენის სინიუტინი, რომელიც თბილისს საქართველოს კუდოს ფედერაციის მოწვევით ესტუმრება. ვარჯიშები 9–დან 15 იანვრის ჩათვლით, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” (ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181) ჩატარდება.

სემინარის ფარგლებში სპორტსმენები  თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს გაივლიან საბრძოლო ხელოვნება კუდოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სეინარი  ქართველ სპორტსმენებს აამდე ჩაუტარდათ.  2016 წელს თბილისში  რუსეთის კუდოს ფედერაციის პრეზიდენტი რომან ანაშკინი, ვიცეპრეზიდენტი ვლადიმირ ზორინი და მთავარი მწვრთნელი ანატოლი ფილიპოვი იმოფებოდნენ. მათ ქართველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ორკვირიანი მასტერკლასი ჩაატარეს.

დენის სინიუტინი 1981 წლის 28 სექტემბერს დაიბადა. კუდოში ვარჯიში 1995 წლიდან დაიწყო. არის რუსეთის მრავალგზის ჩემპიონი, ლიტვისა და ესტონეთის ღია ტურნირების ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი. მინიჭებული აქვს მეოთხე დანი და ფლობს შავ ქამარს. არის რუსეთის კუდოს ფედერაციის წევრი და სპორტულ კლუბ “დოძიოს” ხელმძღვანელი. სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა 2000 წლიდან.