denis-sinutin-tbilisi-georgian-kudo-fighters

დღეს  9 იანვარს, საქართველოს კუდოს ფედერაციის სპორტსმენებისათვის გადამზადების ერთკვირიანი სემინარი დაიწყო. კურსს უძღვება გამოცდილი ინსტრუქტორი, შავი ქამრის მფლობელი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი კუდოში  დენის სინიუტინი, რომელიც თბილისში საქართველოს კუდოს ფედერაციის მოწვევით იმყოფება. ქართველი მებრძოლებისთვის იგი ერთკვირიან მასტერკლასს ჩაატარებს.

სემინარები სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” (ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181) მიმდინარეობს. გადამზადების კურსი ერთკვირიანია და ორჯერად ვარჯიშებს მოიცავს. პირველ დღეს დენის სინიუტინმა ქართველ მებრძოლებს კუდოს შესახებ საბაზისო, თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარა.

დენის სინიუტინი 1981 წლის 28 სექტემბერს დაიბადა. კუდოში 1995 წლიდან ვარჯიშობს. არის რუსეთის მრავალგზის ჩემპიონი, ლიტვისა და ესტონეთის ღია ტურნირების ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონი. მინიჭებული აქვს მეოთხე დანი და ფლობს შავ ქამარს. არის რუსეთის კუდოს ფედერაციის წევრი და სპორტულ კლუბ “დოძიოს” ხელმძღვანელი. სამწვრთნელო საქმიანობას 2000 წლიდან ეწევა.